პირველი შეცდომა: არ ეუბნებით ექიმს იმ პრეპერატის შესახებ, რასაც სვამთ.
როდესაც ექიმს მიმართავთ დახმარებისათვის, აუცილებელია უთხრათ, რა პრეპატარებს იღებთ იმ მომენტში. ეს დაეხმარება მას დიაგნოზის დასმაში და მკურნალობის სწორი სქემის ჩამოყალიბებაში. ეს ეხება მცენარეული ნაკრებისა და ვიტამინების მიღებასაც.
მეორე შეცდომა: ვიტამინებისა და წამლის ერთდროულად მიღება
ყველა პრეპარატი სხვადასხვაგვარად ურთიერთქმედებს ვიტამინებთან. ასეთ დროს პრეპარატის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს, გაძლიერდეს ან
მესამე შეცდომა: პრეპატარის არარეგულირებული მიღება
მკურნალობის არასასურველი შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც დანიშნულების მიხედვით არ ხდება პრეპარატის მიღება.
მეოთხე შეცდომა: პრეპარატის მიღება ასაკის შეუსაბამოდ
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რაც ახალგაზრდა ორგანიზმისთვის სასარგებლოა, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ხანში შესულისთვის. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პრეპარატის მიღების თაობაზე.

მეხუთე შეცდომა: წამლის ურთიერთმოქმედება საკვებთან და სასმელთან
ზოგიერთი უვნებელი პროდუქტი კატეგორიულად არ შეესაბამება გავრცელებულ პრეპარატებს: მაგალითად, გრეიფრუტი არ არის სასურველი, თუ იღებთ სტანინებს, ხოლო თუ იღებთ ჰორმონალურ პრეპარატებს, სჯობს უარი თქვათ
მეექვსე შეცდომა: დოზების თვითნებური შეცვლა
წამლის დოზირების ნებისმიერი ცვლილებისას საქმის კურსში უნდა ჩააყენოთ ექიმი. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ პრეპარატი არ მოქმედებს, ნუ შეცვლით დოზირებას, რადგან ზოგიერთ წამალს ახასიათებს დაგროვებითი ეფექტი, რაც ორგანიზმში ერთიანად აკუმულირდება და შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ორგანიზმს.
მეშვიდე შეცდომა: არ აქცევთ ყურადღებას გვერდით მოვლენებს
არ მოითმინოთ გვერდითი მოვლენები იმ იმედით, რომ თავისით გაივლის. აუწყეთ ექიმს სიმპტომების შესახებ. შესაძლოა შეგიცვალოთ პრეპარატი.