პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფის მაგვარი ზოლებია. ბევრს გონია, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს, პომიდორის ჯიში განაპირობებს. ალბათ გინახავთ პომიდორი, რომლის ზედაპირიც თეთრი წინწკლებითაა დაფარული. ასეთი პროდუქტი ხელოვნურადაა დამწიფებული და მასშიც სავარაუდოდ დიდი რაოდენობით ნიტრატები იქნება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები, ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში დიდი ალბათობით დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია. კარგი პომიდორი ძირს დაგდებისას უნდა დაიჭყლიტოს, თუ პომიდორმა შეინარჩუნა ფორმა, ის არაბუნებრივი გზებითაა დამწიფებული. ასევე იცოდეთ, პომიდორს, რომელსაც არაბუნებრივი გამონაზარდები აქვს, არ არის სასარგებლო, რადგან მას ასეთი ფორმა ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით აქვს მიღებული, რომლის მიღების შედეგადაც, მუტაცია განიცადა.