რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბავშვებს საცურაო კოსტუმს ვურჩევთ
რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბავშვებს საცურაო კოსტუმს ვურჩევთ
პატარებს ძალიან სურთ  დაემსაგავსონ უფროსებს. განსაკუთრებით, ეს ეხება ქცევებს და სამოსის შერჩევას. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზრუნოთ მათ გემოვნებაზე ბავშვობიდან. გამომდინარე იქედან, რომ საზაფხულო სეზონი ახლოვდება გაგიზიარებთ, თუ როგორი საცურაო კოსტუმებია აქტუალური პატარებისთვის და რა უნდა ვიცოდეთ მათი შეძენისას.
mshoblebi
მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონზე საცურაო სამოსი ისევე აუცილებელია ბავშვებისთვის, როგორც ჰიგიენის საშუალებები. პლიაჟზე მოძრავი პატარა შესაძლოა ადვილად
დაინფიცირდეს, კანის ნაოჭურ ადგილებში ჭუჭყის დაგროვებით. ამიტომ ისეთი საცურაო კოსტუმები უნდა შევარჩიოთ, რომელიც მოსალოდნელი საფრთხეებისგან  დაგვიცავს და არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ქსოვილის შემადგენლობას. ის უნდა იყოს ელასტიური, პოლიესტერის  და ლიკრის. ამ მასალებისგან შექმნილი საცურაო სამოსი ადვილად შრება, პრაქტიკულია და გამძლე. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ გაჭიმვის შემდეგ ხარისხიანი ქსოვილი უმალ უბრუნდება პირვანდელ ფორმას და არ იფლაშება მარტივად.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია პატარების ჩაცმის სტილი მიმსგავსებულია უფროსების ჩაცმის სტილს, უნდა გავითვალისწინოთ როგორია სამოსის შიგნითა მხარე, რომელიც კანს ეხება და რომელმაც უნდა დაიცვას პატარა ჭუჭყინი ქვიშისგან და კენჭებისგან.
როგორც ცნობილია, ბავშვების საცურაო სამოსი მომავალ საზაფხულო სეზონზე გადაწყვეტილია ნათელ ფერებში და პრინტებში.  თუ ნაჭერზე დატანილი ნახატები არ იშლება და მზეზე პირველი შეხებისას არ იცვლის ფერს, მაშინ ასეთი საცურაო კოსტიუმი თქვენს პატარას, მანამ გამოადგება,
სანამ ზომებს და ფორმებს არ შეიცვლის.
mshoblebi

საცურაო კოსტიუმები ორი სახისაა. ღია საცურო კოსტიუმი ძირითადად განკუთვნილია პლიაჟისთვის, დახურულებს კი უფრო  აუზებზე იყენებენ.

ხშირად დაობენ იმაზე, ღია საცურაო კოსტიუმები არის  მოდური თუ დახურული. ამ საკითხს დიზაინერები არც აქცევენ ყურადღებას და გვირჩევენ, რომ შეძენისას ყურადღება სხეულის ფორმებს მივაქციოთ. რაც შეხება ფერებს, ნათელი და მკვთრი ფერები ამ სეზონზე განსაკუთრებულად აქტულაურია. ცისფერი, ლურჯი, ფორთოხლისფერი, ცაცხვისფერი, ვარდისფერი ად  სხვა მყვირალა, ექსპრესიული ფერები ყველაზე ტრენდულია ზაფხულში პლიაჟზე თუ აუზზე.
გაითვალისწინეთ, რომ საცურაო კოსტუმზე გამოსახული  აბსტრაქტული, გეომეტრიული და ყვავილებით შესრულებული დეტალები კიდევ უფრო მოდურს  ხდის პატარების საცუარო სამოსს.



903
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?