ფეისბუქჯგუფის "დედების სამზარეულოს" ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი დაბადების დღისთვის გამომცხვარი ტორტის ფოტო გააზირა.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა:
საჭირო ინგრედიენტები:
6ც. კვერცხი 200გრ. შაქარი 200გრ. ფქვილი
მომზადების წესი:
კვერცხის ცილა ათქვიფეთ ღრუბლისებრი მასის მიღებამდე, შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ 100 გრ. შაქარი, თქვიფეთ მასა მანამ, სანამ კარგად არ გამყარდება. ცალკე კვერცხის გულებით და დარჩენილი 100გრ. შაქრით გააკეთეთ გოგლი-მოგლი, რომელიც ასევე კარგად უნდა ათქვიფოთ და მიიღოთ მოთეთრო ფაფუკი მასა. ამის მერე, მზა ბეზე და გოგლი-მოგლი გადაურიეთ ერთმანეთს ხის ან სილიკონის კოვზით. ჩააცერით ფქვილი და ესეც ამოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ღუმელი გააცხელეთ წინასწარ 160-170 გრადუსზე, ეს დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე, თუ სწრაფია, 160 გრადუსზე მაღლა არ დააყენო.
გაითვალისწინეთ, მასა საკმაოდ სქელი გამოდის. რომ ჩაასხამთ ფორმაში, დააკაკუნეთ კარგად მაგიდაზე, რათა ამოვიდეს ზედმეტი ჰაერი და შედგით გამოსაცხობად. 35-40 წუთის მერე ცოტათი გააღეთ კარი და შეამოწმეთ ხის ჩხირით.
მე სამი ფენა გავაკეთე ღუმელის ოთკუთხედ ჟარონაზე.
ტორტისთვის მოვამზადე მოხარშული კრემი, კარაქთან ერთად ამოყვანილი, რომელსაც დავუმატე ამოსული თხევადი ნაღები და ვურიე ხის კოვზით ნელ-ნელა. ასეთი კრემი ძალიან ჰაეროვანია და უხდება.