ბავშვის ნორმალური მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობები:
- ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გულისხმობს მუცლადყოფნის პერიოდსაც;
- ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება;
- ბავშვის ნორმალური ფსიქიკური განვითარება;
- სმენისა და მეტყველების აპარატის ჯანმრთელი მდგომარეობა;
- კეთილგანწყობილი სალაპარაკო გარემო.
ისინი შეამოწმებენ ბავშვის სმენის, სალაპარაკო აპარატის და ნერვული სისტემის მდგომარეობას. ასევე უნდა
თუ თქვენ გაიარეთ ყოველმხრივი კვლევა, დადგინდა, რომ ბავშვს არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება, მაშინ შესაძლებელია ხანგრძლივი დუმილი - ეს ინდივიდუალური მახასიათებელია.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემა მაინც რჩება. ნუ დაიმშვიდებთ თავს ფრაზებით: "დაილაპარაკებს, როცა ამის დრო მოვა", "მეც გვიან დამიწყია ლაპარაკი"... დაიწყეთ მოქმედება!

რა მოვიმოქმედოთ?
უარი თქვით "ველოსიპედის გამოგონებაზე". კვალიფიცირებულ პასუხს მოგცემთ ფსიქოლოგი, რომელიც დაამყარებს ბავშვთან ემოციურ კონტაქტს, მოუხსნის დაძაბულობას, ჩართავს კოლექტიურ თამაშებში. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, პატარას გაუჩნდება სალაპარაკო ურთიერთობის აუცილებლობა.დეფექტოლოგი განუვითარებს ყურადღებას, აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას, მისცემს გარკვეულ ცოდნას, რომელსაც ბავშვი თამაშის დროს გამოიყენებს.
ლოგოპედი გამოავლენს მეტყველების აპარატის დეფექტებს და სპეციალური
საბოლოოდ ბავშვის მეტყველების განვითარებაზე თქვენ უნდა იზრუნოთ. რა მოეთხოვება მშობელს:
- შექმნას პოზიტიური ემოციური გარემო;
- ზუსტად შეასრულოს სპეციალისტის მითითებები, გაუმყაროს ბავშვს შეძენილი უნარები სახლის პირობებში;
- გამოიყენოს მიღებული ცოდნა ბავშვის განვითარებისთვის.
- ელაპარაკეთ ბავშვს ხშირად, უკითხეთ ლექსები, წიგნები. ელაპარაკეთ გამართულად და არა მოჩლექით.
- სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა მოგცემთ სასურველ შედეგს. თქვენი შვილი კი გაჩვენებთ არაჩვეულებრივ შედეგს, რასაც სალაპარაკო ურთიერთობა ჰქვია.
მეტყველების პრობლემები ბავშვებში - ფსიქოთერაპევტის პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე
4 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს