ბავშვობის მოგონებები ხშირად ნაწყვეტებად ან ბუნდოვნად გამახსოვრდებათ. ის, რაც ახლა ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ბავშვისთვის შეიძლება ცხოვრების ყველაზე კაშკაშა მოგონებად დარჩეს.
გაიხსენეთ ბავშვობის ისტორიები, რომლებსაც ჰყვებიან თქვენი ნაცნობ-მეგობრები. რა ინახება მათ მეხსიერებაში? დედის გამომეტყველება ბაბუის დაკრძალვაზე, მამაზე წყენა, მშობლების ბედნიერი თვალები ქალაქგარეთ პიკნიკის დროს და უამრავი სხვა.
ზოგიერთი ნაწყვეტები რჩება ბავშვთან მთელი ცხოვრების მანძილზე.
აი, რას გაიხსენებენ ბავშვები თქვენზე, როდესაც გაიზრდებიან:
რა თქმა უნდა, არ დაგამახსოვრდებათ ყველა სათამაშო, რომელიც დაბადების დღეზე გაჩუქეს, ან ნაყიდი ნაყინების რაოდენობა. მოვლენები აახლოებს ოჯახს და არა ნივთები, ამიტომ მეხსიერებას შემორჩება ერთობლივი წასვლა კაფეში, კინოსა თუ თეატრში.
ჩვენ ვცდილობთ ფოტოზე აღვბეჭდოთ ბავშვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და ამიტომ ხელიდან არ ვუშვებთ გაჯეტებს. მაგრამ ბავშვს ესაჭიროება არა მისი მოვლენების ფაქტობრივი დამამტკიცებელი, არამედ თქვენი ყურადღება. ბავშვებმა იციან, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი, მაგრამ როდესაც მათთან ურთიერთობის დროს ვთიშავთ კომპიუტერს და ტელეფონსაც გვერდზე ვდებთ, ისინი ჩვენს სიყვარულს განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძობენ.
სამყაროში, სადაც ფრაზა - "მიყვარხარ" ხშირად გამოიყენება, ეს სიტყვები კარგავს თავის მნიშვნელობას. არსებობს სხვა სიტყვებიც, რომლებიც გამოხატავს ბავშვის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, მაგ: "ვამაყობ შენით", "შენ ჩვენი ოჯახი უკეთესი გახადე" ან "შენ კარგი მეგობარი ხარ". ეს ფრაზები ბავშვში საკუთარი თავის მიმართ ინდივიდუალობასა და პატივისცემას იწვევს.
როგორ პოულობთ რთული სიტუაციიდან გამოსავალს
თქვენ მასწავლებელი ხართ თქვენი შვილებისთვის მთთვის უცნობ სამყაროში. ცხოვრებაში რთული პერიოდის დროს, მაგალითად ოჯახის წევრის გარდაცვალება, სწორედ თქვენი სიტყვები აძლევს ბავშვს დაცულობისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. ასეთი მომენტები განსაკუთრებით კარგად ამახსოვრდებათ პატარებს.
ბავშვები მძიმედ იტანენ იმ პერიოდს, როდესაც მათ სჭირდებათ და მშობელი არ ჰყავთ გვერდით. თუმცა, ასეთ შემხვევებს დადებითი მხარეც აქვს. პრობლემის დამოუკიდებელი გადაჭრა ბავშვს პიროვნულად ზრდის.
ბავშვები ყოველთვის იღებენ მაგალითს მშობლებისგან (უფროსებისაგან). თუ თქვენ ახლობელზე ან სხვა ადამიანზე ზურგსუკან ლაპარაკობთ, ასევე მოიქცევა თქვენი შვილი, რადგან ჩათვლის, რომ ეს ნორმაა. თქვენი ქცევა არის მოდელი ბავშვის განვითარების გზაზე.
ცხოვრება რთულია და ბავშვები იღებენ იმ მანერებს, რასაც თქვეგან ხედავენ. თუ თქვენ მისცემთ უფლებას სტრესს, რომ გაგტეხოთ, მაშინ თქვენი უკვე გაზრდილი შვილები, არ იქნებიან მზად ცხოვრებისეულ სირთულეებს რომ გაუძლონ. ასევე ეცოდინებათ, რომ რთული სიტუაციის პირობებში, თქვენი იმედი არ ექნებათ.