"ბებო მასწავლიდა მარადმწვანე მცენარეების დაკალმებას"- რას ჰყვება გოგონა, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენას ცდილობს
"ბებო მასწავლიდა მარადმწვანე მცენარეების დაკალმებას"- რას ჰყვება გოგონა, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენას ცდილობს

16 წლის თეკლა ფუტკარაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მე - 10 კლასის მოსწავლეა. სწავლასთან ერთად თეკლა მცენარების მოვლითაც არის დაკავებული და სამეურნეო საქმიანობასაც კარგად ართმევს თავს.

- უკვე მეორე წელია მცენარებზე ვზრუნავ. თავიდან სახლში, რაც მქონდა იმათ ვუვლიდი, თუ ფული გამიჩნდებოდა მცენარეებსაც ვყიდულობდი და თიხის ქოთნებსაც.

- როგორც ვიცი სათბურშიც მუშაობდი?

- რაც შეეხება სათბურს, ბებოს ვეხმარებოდი. ის მასწავლიდა მარადმწვანე მცენარეების დაკალმებას და მათზე ზრუნვას. შემდეგ კი მე თვითონ შევისწავლე და
დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა. ჩემი დიდი
სურვილი იყო მაინც კოლხური ბზის გამრავლება, რადგან გადაშენების პირას არის, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო და ეს საოცარი მცენარე შვინარჩუნოთ. ასევე ვუვლი სტევიის და ემინუსის ნერგებს.
- როგორ შეიძლება კოლხური ბზა გავამრავლოთ. გაგვიზიარე შენი რჩევები. როგორი მიწაა საჭირო მის გასახარებლად?

- კოლხური ბზის გამრავლება ძირითადად დაკალმებით არის შესაძლებელი. ხშირად უნდა მორწყვა. კირქვიან მიწაში ბზა კარგად იზრდება და იოლად ხარობს. ასევე სასურველია დარგვის დროს კირი ჩავაყროთ მიწაში. ზოგადად მიწაზე მეტად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბზას და ხშირად უნდა მოვრწყათ იგი. ზაფხულობით მცენარე რაც შეიძლება ხშირა და უხვად უნდა მორწყათ,, ზამთარში ოთახში თუ ცივა, მაშინ - იშვიათად. მე ზამთარში მცენარეები სათბურში მაქვს და
ზაფხულში გამომაქვს გარეთ. შედარებით დიდ ნერგებს ეზოში ვრგავ. თან ვცდილობ ეზო გავალამაზო და ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციებს, დეკორაციებს, შემდეგ კი უფროსების დახმარებით ვაკეთებ.

ერთხელ ქოთნების გასალამაზებლად ბოთლის თავები გამოვიყენე და ძალიან ლამაზი გამოვიდა. იხილეთ სრულად+ ფოტოები

1637
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?