საჭიროა თუ არა 1 წლის ასაკში ბავშვისთვის თმის გადახოტვრა და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს.
გაიშვიათებული და თხელი თმა
თმის ფერი, სტრუქტურა და სიხშირე გენეტიკური თავისებურებისაა. თმის გადაპარსვით ვერანაირად ვერ იმოქმედებთ გენეტიკაზე, თმები არ გახდება უფრო ხშირი. როდესაც პატარას 0-ზე ვუღებთ თმას, თხელ ფაფუკ თმებს ვაჭრით და ძირიდან იზრდება შედარებით სქელი ღერის თმა.
ამგვარად, გვეჩვენება, რომ თმა უფრო გახშირდა, თუმცა ასე არ არის. ცოტა რომ მოგვეცადა, ისედაც ასეთი სტრუქტურის გახდებოდა.
ალოპეცია
შემდეგი პრობლემა ალოპეციაა, თმის ცვენა, რომელიც არის დიფუზური და კეროვანი.
დიფუზური ალოპეცია ბავშვებში ხასიათდება ზომიერი თმის ცვენით მთელს თავზე ისე, რომ შემცირებული თმის რაოდენობა თვალსაჩინოა. დიფუზური ალოპეცია ხშირად ღია თმის ფერის გოგონებში გვხვდება.
როგორც წესი, მიზეზი თმის ზრდის აქტიური ფაზის სისუსტეა (ანაგენი). ძირითად შემთხვევებში სიტუაცია ნორმალიზდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
კეროვანი ალოპეცია შედარებით რთული პროცესია. კეროვანია ალოპეცია, როდესაც თავზე არის ზონები, სადაც თმები საერთოდ არ იზრდება.
ორივე შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
გაყოფილი ბოლოები
თმის ბოლოები იყოფა ძირითადად ფენისა და ე.წ. უთოს ხშირი გამოყენების შედეგად.
როგორც არ უნდა დაგარწმუნოთ რეკლამამ, რომ არსებობს საშუალებები, რომლებიც გაყოფილ თმის ბოლოებს აღადგენს, არ დაიჯეროთ, ეს არ არის სიმართლე. თმის გაყოფილი ძირების ერთადერთი წამალი მაკრატელია.
აბურდული თმის სინდრომი
ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. შეუძლებელია მათი დავარცხნა. ასეთი თმები სხვადასხვა მხარეს იზრდება, ამიტომ მათი მორჯულება მხოლოდ ჩაწვნით შეიძლება.
მონილეტრიქსი
ეს დაავადება შედარებით ხშირად გვხვდება და მას გენეტიკური ხასიათი აქვს. ამ დროს თმის ღერი მტვრევადი ხდება. სამწუხაროდ, ასეთი თმები ბავშვს მთელი ცხოვრება ექნება. ასეთი სტრუქტურის თმას დერმატოლოგთან გამოკვლევა ესაჭიროება.