რით რეცხავთ ბავშვის ჭურჭელს? - საფრთხე, რომელიც ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში იმალება და აუცილებლად უნდა იცოდეთ
რით რეცხავთ ბავშვის ჭურჭელს? - საფრთხე, რომელიც ჭურჭლის სარეცხ საშუალებებში იმალება და აუცილებლად უნდა იცოდეთ
დღეს, როცა ამდენი საშიში ინფორმაცია ვრცელდება საკვების, სამშენებლო მასალების, თავის მოვლის, სამშენებლო თუ ჰიგიენური საშუალებების შესახებ, როცა გამუდმებით გვესმის ტყვიის და კიდევ უამრავი სხვა საშიში ნივთიერების შესახებ, რომლითაც სავსეა გარემო, ძალიან ძნელია, მშობელი მშვიდად იყოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საფრთხეები შეამცირონ და მაქსიმალურად დაიცვან ოჯახი.
ამჯერად საყოფაცხოვრებო ქიმიაზე გესაუბრებით, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეთა შორის დასახელდა, მასში შემავალი მავნე და საშიში ნივთიერებების გამო. საფრთხეს აძლიერებს ისიც, რომ მათ გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია.
ქიმიური საშუალებები ყველა ოჯახში დიდი რაოდენობითაა.
საშუალებები, რომლებითაც ვრეცხავთ ჭურჭელს, განსაკუთრებით, ბავშვის ნივთებს, ასევე, რომლითაც ვასუფთავებთ ნიჟარას, სადაც ეს ჭურჭელი ირეცხება განსაკუთრებულად უსაფრთხო უნდა იყოს. ეს ხომ ის ნივთებია, რომლებსაც ყოველდღიურად, ყოველი კვების შემდეგ ვეხებით და მათთან გამუდმებული კავშირი გვაქვს.
ბაზარზე ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა - ფერად-ფერადი, სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა არომატით... თუმცა ერთი შეხედვით უვნებელ საშუალებებს ბევრი საფრთხე მოსდევთ - ინტოქსიკაცია, ალერგია...

მკვლელი ნივთიერებები

როგორც მეცნიერები ამბობენ, სარეცხი საშუალებების ძირითადი აქტიური კომპონენტია ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები. ისინი, მართალია, შლის ჭუჭყს, მაგრამ კანშიც იჭრება და ძლიერ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. მაგალითად, იწვევს ალერგიულ რეაქციას, არღვევს იმუნიტეტს, აზიანებს ტვინს. ჯანმრთელობას და გარემოს დიდ პრობლემას უქმნის ფოსფატები,
რომლებსაც ასევე შეიცავს სარეცხი საშუალებები და მათი ჭარბი შემცველობა ორგანიზმში იწვევს მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შეთვისების მოშლას.
ძალიან ბევრ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები - ფოსფატები, ქლორი, ფტალატები. ეს ყველაფერი კი, ხანგრძლივი და ხშირი მოხმარების შედეგად იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. მიიჩნევა, რომ ეს ნაერთები, შესაძლოა, აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი.
ადვილი მისახვედრია, რომ მსგავსი ქიმიური საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, სადაც ბავშვია - პატარების შემთხვევაში ხომ რისკი გაცილებით მაღალია. გარდა ზემოჩამოთვლილი პრობლემებისა, სარეცხ საშუალებებში შემავალი ლითონები - ტყვია, ვერცხლისწყალი, კალა და მათი ნაერთები იწვევს ინტელექტური განვითარების შეფერხებას და სწავლაში ჩამორჩენას.
mshoblebi

როგორ უნდა მოვიქცეთ?

  • პირველ რიგში, როგორც ბავშვის ტანსაცმელს თუ სათამაშოს ვარჩევთ ბავშვისთვის ხარისხიანს, ასევე უნდა ავარჩიოთ ჭურჭლის და ტანსაცმლის სარეცხი საშუალება, რათა პატარა დავიცვათ ყოველდღიური, ნელი მოწამვლისგან. ბავშვები 3-ჯერ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მოზრდილები, რადგან მათი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბებელია.
  • ჭურჭლის რეცხვისას, მით უმეტეს, როდესაც ვრეცხავთ ბავშვის ჭურჭელს, სარეცხი საშუალება დავიტანოთ ზომიერად და აუცილებლად კარგად გავავლოთ, რომ არ დარჩეს ზედ სარეცხი საშუალება და შემდეგ არ მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ საშუალება დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმის, ეს უკვე უსაფრთხო აღარ არის, რადგან ქაფის წარმომქმნელი ნივთიერების დიდი რაოდენობით გამოყენება უსაფრთხოების ნორმებს სცდება.
  • ეცადეთ, მაქსიმალურად კარგად დააკვირდეთ შეფუთვას და რაც შეიძლება მეტად ეკოლოგიურად სუფთა საშუალებები აირჩიოთ. საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია უსაფრთხო პროდუქცია. უნდა მიაქციოთ ყურადღება მწარმოებელს, ქვეყანას, ხარისხს და მხოლოდ სანდო პროდუქციაზე გააკეთოთ არჩევანი.

6403
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
სოფო
0
როგორ არის სარეცხი საპონი საუკეთესო საშუალება, როცა არ იცით რას შეიცავს, შეფუთვის გარეშე იყიდება ღიად დაყრილი ბაზარში. ეგ ადრე იყო ყველაზე უსაფრთხო, როცა სხვა არაფერი იშოვებოდა ან თუ იშოვებოდა, ადგილზე მოგკლავდა ისეთი იყო. დღეს არსებობენ ევროპის ხარისხიანი მწარმოებლები, რომლებიც მკაცრად კონტროლდებიან უამრავი ორგანოს მიერ, აქვთ პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიმართ და ქმნიან უსაფრთხო პროდუქტს მსოფლიოსთვის. რატომ ფიქრობთ კიდევ სარეცხის საპონზე, როცა ბაზარი უკვე ბევრად უსაფრთხო, დაცულ და კომფორტულად გამოსაყენებელ პროდუქციას გთავაზობთ
12:56 / 05-07-2019
1
ჭურჭლის საუკეთესო სარეცხი საშუალებაა - სარეცხის აპონი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
17:45 / 02-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```