სარეცხ საშუალებებში შემავალი ლითონები - ტყვია, ვერცხლისწყალი, კალა და მათი ნაერთები იწვევს ინტელექტური განვითარების შეფერხებას და სწავლაში ჩამორჩენას დღეს, როცა ამდენი საშიში ინფორმაცია ვრცელდება საკვების, სამშენებლო მასალების, თავის მოვლის, სამშენებლო თუ ჰიგიენური საშუალებების შესახებ, როცა გამუდმებით გვესმის ტყვიის და კიდევ უამრავი სხვა საშიში ნივთიერების შესახებ, რომლითაც სავსეა გარემო, ძალიან ძნელია, მშობელი მშვიდად იყოს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საფრთხეები შეამცირონ და მაქსიმალურად დაიცვან ოჯახი.
ამჯერად საყოფაცხოვრებო ქიმიაზე გესაუბრებით, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეთა შორის დასახელდა, მასში შემავალი მავნე და საშიში ნივთიერებების გამო. საფრთხეს აძლიერებს ისიც, რომ მათ გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია. ქიმიური საშუალებები ყველა ოჯახში დიდი რაოდენობითაა.
საშუალებები, რომლებითაც ვრეცხავთ ჭურჭელს, განსაკუთრებით, ბავშვის ნივთებს, ასევე, რომლითაც ვასუფთავებთ ნიჟარას, სადაც ეს ჭურჭელი ირეცხება განსაკუთრებულად უსაფრთხო უნდა იყოს. ეს ხომ ის ნივთებია, რომლებსაც ყოველდღიურად, ყოველი კვების შემდეგ ვეხებით და მათთან გამუდმებული კავშირი გვაქვს.
ბაზარზე ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა - ფერად-ფერადი, სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა არომატით... თუმცა ერთი შეხედვით უვნებელ საშუალებებს ბევრი საფრთხე მოსდევთ - ინტოქსიკაცია, ალერგია...
ძალიან ბევრ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები - ფოსფატები, ქლორი, ფტალატები. ეს ყველაფერი კი, ხანგრძლივი და ხშირი მოხმარების შედეგად იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. მიიჩნევა, რომ ეს ნაერთები, შესაძლოა, აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი.
ადვილი მისახვედრია, რომ მსგავსი ქიმიური საშუალებების გამოყენება განსაკუთრებით საშიშია ოჯახებში, სადაც ბავშვია - პატარების შემთხვევაში ხომ რისკი გაცილებით მაღალია. გარდა ზემოჩამოთვლილი პრობლემებისა, სარეცხ საშუალებებში შემავალი ლითონები - ტყვია, ვერცხლისწყალი, კალა და მათი ნაერთები იწვევს ინტელექტური განვითარების შეფერხებას და სწავლაში ჩამორჩენას.