გამოცდილებაპრაქტიკული რჩევები
წერილი, რომელიც სამი ვაჟის დედამ მომავალ რძლებს დაუწერა - მისი წაკითხვის შემდეგ ცრემლებს ვერ შეიკავებთ
წერილი, რომელიც სამი ვაჟის დედამ მომავალ რძლებს დაუწერა - მისი წაკითხვის შემდეგ ცრემლებს ვერ შეიკავებთ
ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობა შესაძლოა იყოს ძალიან მრავალფეროვანი, ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრული და მტრული, ანდა საერთოდ არ ჰქონდეთ რძალ-დედამთილს ერთმანეთთან კომუნიკაცია. როდესაც რეიჩელ ბოულიმ, სამი ვაჟის დედამ, საკუთარ ბლოგზე ეს წერილი დადო, უამრავი თბილი კომენტარი მიიღო სხვა ქალბატონებისგან. ბევრმა მათგანმა აღიარა, რომ წერილის წაკითხვის შემდეგ იტირა, რადგან ასეთი დედამთლი არ ჰყოლია და რა კარგი იქნებოდა, რომ ყოლოდა.

ჩვენც შემოგთავზებთ რეიჩელის ამ წერილს და ვიმედოვნებთ, რომ რაღაცაში
მაინც გამოგადგებათ.

წერილი ჩემს მომავალ რძალს

ცოტა ხნის წინ ვიღაცამ მკითხა, როგორ ფიქრობ, როგორები იქნებიან შენი შვილები, რომ გაიზრდებიან, დაკაცდებიანო? მას შემდეგ ამაზე ყოველდღე ვფიქრობ.

როდესაც საკუთარ შვილებს ვუყურებ, ვხედავ პატარა ბავშვებს, ბიჭუნებს, მაგრამ არ მინდა, რომ მთელი ცხოვრება პატარა ბავშვებად დარჩნენ. მე ვზრდი ვაჟკაცებს, რომლებიც მომავალში უნდა გახდნენ ქმრები, მამები. ეს ხომ ჩვენი ცხოვრების უმთავრესი როლებია. ჩემი, როგორ დედის მოვალეობაა, რომ მათ ყველაფერი ვასწავლო, ავუხსნა და გავაგებინო, რათა როდესაც გაიზრდებიან და შეაბიჯებენ რეალურ ცხოვრებაში, მზად იყვნენ ამ როლებისთვის. ჩემს ბიჭებთან გატარებული თითოეული დღე ღვთის საჩუქარია, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდები.

ასე რომ...

საყვარელო მომავალო რძალო, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გითხრა. ეს ყველაფერი
როდია, რისი თქმაც მინდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დანარჩენს შემდეგ გეტყვი.
ჯერ არ გიცნობ, მაგრამ უკვე მიყვარხარ. მიყვარხარ იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შვილი შეგიყვარდება და მასაც შეუყვარდები.
დადგება დღე, როდესაც ეს პატარა, საყვარელი, ცელქი ბიჭუნა შენი გახდება. ის ყოველთვის ჩემი იქნება, თუმცა ძალიან ბევრ რამეში ჩემს ადგილს შენ დაიკავებ.
ერთხელაც შენი ხელი ჩემსას შეცვლის. სიმშვიდეს შენი თვალები მიანიჭებს, შენი გული კი მის ნავსაყუდლად იქცევა.
ძილის წინ შენ გაკოცებს.
შთაბეჭდილებებსაც შენ გაგიზიარებს.
შენ დაამშვიდებ, როდესაც რამის შეეშინდება ან აღელდება.
შენს ხელში იქნება მისი გული, ის გული, რომელიც ჩემს მკერდში ცემს, როდესაც მას ვეხუტები.
ერთხელაც, ჩემო ძვირფასო, იქნები შენ.

ყოველთვის მინდოდა მყოლოდა გოგონა, ქალიშვილი. ახლა კი დარწმუნებული ვარ, ჩემი ქალიშვილი შენ იქნები. მინდა იცოდე, ყოველდღე ისევე ვლოცულობ შენთვის, როგორც საკუთარი შვილებისთვის.
ახლა შენ შენი მშობლებისთვის ყველაფერი ხარ, ზუსტად ისე, როგორც ჩემი შვილები ჩემთვის. ვლოცულობ, რომ შენი მშობლები შენზე გიჟდებოდნენ, გაღმერთებდნენ, ტკბებოდნენ შენით და ნებისმიერ დროს შენს გვერდით იყვნენ. ვლოცულობ, რომ გასწავლონ საკუთარი თავის სიყვარული, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია სხვისი სიყვარული. ვლოცულობ, ყოველდღე გიმეორონ, რომ შენ მათთვის ღმერთის საჩუქარი ხარ. მინდა შთაგაგონონ, რომ ნამდვილი დედოფალი ხარ.
მე ისე გავზრდი ჩემს შვილს, რომ მანაც დედოფლად მიგიღოს. ვლოცულობ, გქონდეს უნარი დააფასო საკუთარი თავი და ამის შემდეგ დააფასო სხვები. ვლოცულობ, არ გეშინოდეს თქვა ის, რასაც ფიქრობ და ეს გააკეთო არა მარტო საკუთარი თავის, არამედ გარეშემო მყოფთა სასიკეთოდაც. მამაკაცებს უხდებათ ხოლმე კონსტრუქციული კრიტიკა. 

მინდა იცოდე, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მრავალ შეცდომას დავუშვებ, მე ისე გავზრდი საკუთარ შვილს, რომ მან შეძლოს შენი დაფასება, თუმცა მის ყველა ღირსებას და უღირსობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ.

ის ხომ პიროვნებაა, საკუთარი თავის ბატონ-პატრონია, მას აქვს საკუთარი ხასიათი და ჩვევები. ყველაფერ ამას ნელ-ნელა შეისწავლი და დადგება დღე, როდესც ის ჩემზე უკეთ შენ გეცოდინება. მიეცი მას საშუალებ იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის და მე ვასწავლი, რომ იგივენაირად მოგექცეს შენ და არ შეგზღუდოს.

ის არ შეგავსებს შენ და არც შენ შეავსებ მას. ვლოცულობ, რომ ერთმანეთს მოუსმინოთ და თითოეული თქვენგანი დღითიდღე უკეთესი გახდეს.

გპირდები, რომ აუცილებლად გაგანდობ ჩემი შვილის ყველა საიდუმლოს, დაგეხმარები, რომ ის უფრო და უფრო შეგიყვარდეს. დადგება დღე, როდესაც საბოლოოდ მოგანდობ მის გულს ისევე, როგორც შენ საკუთარს მიანდობ მას. მე ვასწავლი ჩემს შვილს იმას, რომ ქალის გული შეუფასებელია და რომ ქალის გულის გამთელება შეუძლებელია. თუ ერთხელ გატეხს ქალის გულს, ის სამუდამოდ გატეხილი დარჩება.
mshoblebi
მე ისე გავზრდი საკუთარ შვილს, რომ მთელი ცხოვრება გაფასებდეს და გიფრთხილდებოდეს. პატივი გცეს ისევე, როგორ თავად სცემ მას პატივს.

მინდა ჩემი შვილები იყვნენ ძლიერები და ამავე დროს მგრძნობიარენი, მამაცები და თავმდაბლები. მინდა იყვნენ გამბედავები და ამავე დროს არასდროს რცხვენოდეთ ვინმესთვის დახმარების თხოვნა.

ვლოცულობ, რომ ბოლომდე გააცნობიერონ საკუთარი როლი, მიხვდნენ, რას ნიშნავს იყო ნამდვილი მამაკაცი.

მინდა ჩემი შვილი იყოს დამოუკიდებელი და შენში არ ეძებოს დედა, რადგან ვფიქრობ, ამ როლს თავადაც მშვენივრად ვუძღვები. გეფიცები, მას ყოველთვის ემახსოვრება, რომ შემ ხარ ვიღაცის შვილი, არასდროს დაავიწყდება რომ შენ პირველ რიგშ ხარ ჯერ ღმერთის, მერე საკუთარი მშობლების და ბოლოს მისი.

ვლოცულობ, რომ შენი ჩემი შვილისადმი სიყვარული დღითიდღე იზრდებოდეს. იმედი მაქვს, რომ თქვენ ორი ააშენებთ საკუთარ ცხოვრებას და არასდროს დაივიწყებთ, როგორ შექმენით იგი.

დაუდექით ერთმანეთს გვერდში, გიყვარდეთ ერთმანეთი.

ცხოვრება რთულია, უამრავ სირთულეს გადააწყდებით, მთავარია ერთად იყოთ და ერთად გადალახოთ ყველა დაბრკოლება.

კიდევ ბევრი წელი გავა, სანამ ერთმანეთს შევხვდებით, მაგრამ ყოველდღე ვილოცებ შენთვის, ყოველთვის მეყვარები. როდესაც გაგიცნობ, უფრო მეტად შეგიყვარებ, რადგან შენ გეყვარება ჩემი შვილი და შენ იქნები ჩემი ქალიშვილი.
ბეჭდვა