ყველაზე მთავარი სასარგებლო თვისება, რომელიც კომბოსტოშია ნივთიერება სულფარაფანია. სულფარაფანი - მცენარეული წარმოშობის ორგანული შენაერთი, ანთებისა და კიბოსსაწინააღმდეგო ეფექტით, მოიპოვება კომბოსტოს სხვადასხვა სახეობაში.
მიუხედავად იმისა, რომ სულფარაფანი თითქმის ყველა სახეობის კომბოსტოშია, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობითაა ის ბროკოლში, სწორედ ამიტომ მას აქტიურად უნიშნავენ ავთვისებიანი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს. ბრიტანელ კეტრინ ჯონსს სწორი ნაწლავის კიბო დაუდგინდა, პირველი ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ მას რეციდივი გამოუვლინა, სიმსივნე იმდენად იყო გაზრდილი, რომ ოპერაციაზე უარი უთხრეს, ექიმების თქმით, მას 2 თვე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა პროფესორმა რობერტ ტომსმა მას ქიმიოთერაპიით მკურნალობის პარალელურად, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც პაციენტს პოლიფენოლები უნდა მიეღო, პოლიფენოლები კი პროფესორმა სწორედ ბროკოლისგან, ასევე ბროწეულისგან, მწვანე ჩაისა და კურკუმასგან აიღო. მკურნალობიდან 2 წელი გავიდა, ტომოგრაფიაზე სიმსივნე საგრძნობლად შემცირდა ზომაში, კეტრინი კი თავს კარგად გრძნობს. იგივე მკურნალობას გადიან რობერტ ტომასის სხვა პაციენტებიც.