ჩამონათვალში შედის ბავშვებისა და უფროსების პოპულარული კერძები.
საშიში კერძების ჩამონათვალი ჰოთ-დოგებით იწყება: კვების წინ დაჭერით კუბებად ჰოთ-დოგი და თუ მასში სოსისი დევს, მას წინასწარ გააცალეთ კანი და ამის შემდეგ დაჭერით.
ასევე საშიში პროდუქტების სიაში შედის: ყურძენი, თხილი, პოპ-კორნი, მარცვლეული, ყველის ნაჭრები, ქათმის ხორცი (ძვლიანი), ვაშლი, ფორთოხალი, ბალი და საზამთრო - იუწყება The Mirror-ი.
სპეციალისტები გვირჩევენ ბავშვის რაციონში 6 თვიდან შევიყვანოთ მკვრივი საკვები, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის გაკონტროლება კვების დროს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის სწორად ღეჭავს და ყლაპავს
სასწრაფოდ გამოიძახეთ "სასწრაფო დახმარება", მის მოსვლამდე კი ბავშვს პირველადი დახმარება თავად გაუწიეთ.
აუწიეთ ბავშვს ხელები ზევით სასუნთქი გზები გაფართოვდება და სუნთქვის პროცესი გაადვილდება. თუ პირველმა რჩევამ არ უშველა, დაიწვინეთ ბავშვი ხელზე მუცლით დაბლა და ხუთჯერ რბილად, მაგრამ მკვეთრად დაარტყით ზურგზე, ბეჭებს შუა. თუ ბავშვმა პატარა საგანი ან საკვების ნაჭერი გადაყლაპა, შეიძლება პირღებინება გამოიწვიოთ, თუ თითს ენის ფუძესთან დააჭერთ. თუ საგანი სასუნთქ გზებშია გაჭედილი, ბავშვს სხვა სიმპტომები აღენიშნება და თავადაც შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ: