"7 წლის ბიჭმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, გოგონას კი თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო" - რას იწვევს პრეპარატი, რომელსაც მშობლები ტილების წინააღმდეგ იყენებენ
"7 წლის ბიჭმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, გოგონას კი თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო" - რას იწვევს პრეპარატი, რომელსაც მშობლები ტილების წინააღმდეგ იყენებენ
სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერენ, რომ მშო­ბელ­თა ნა­წი­ლი ცხო­ვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ პრე­პა­რატს ბავ­შვე­ბის ტილებისგან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად იყე­ნებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"SOS ქა­ლაქ­ში ბავ­შვე­ბის ჩუმი სიკ­ვდი­ლია! და მას უცო­დი­ნა­რო­ბა ქვია! ბარ­სი ძაღ­ლის რწყი­ლის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც იყი­დე­ბა მხო­ლოდ ვეტ-აფ­თი­აქ­ში, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ დე­დე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას შვი­ლებ­ზე! ჰოდა სა­ნამ, "თეკ­ლამ მირ­ჩია კარ­გი­ას" პრინ­ცი­პით შვილს მო­წამ­ლავთ, წა­ი­კი­თხეთ რა არის!

"ბარ­სი" ესაა რწყი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა ფიპ­რო­ნი­ლი, მე­სა­მე დო­ნის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა
წლო­ბით არ გა­მო­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან, ილე­ქე­ბა ცხი­მო­ვან უჯრე­დებ­ში და გა­მოს­ცემს სუნს, რო­მელ­საც ვერ იტა­ნენ მწე­რე­ბი. სწო­რედ ესაა ამ 2 წვე­თის მოქ­მე­დე­ბა, ანუ თქვენ წამ­ლავთ შვილს, რომ ტილი არ მი­ე­კა­როს და სხვა­საც ურ­ჩევთ!

გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი აქვს: მწვა­ვე ალერ­გია, თმის ბუ­დობ­რი­ვი ცვე­ნა, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა, ბი­ჭებ­ში სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნის დის­ბა­ლან­სი და ლე­ი­კე­მია! ვინც არ იცით გა­ი­გეთ, რომ თქვენ კლავთ შვი­ლებს ნელი სიკ­ვდი­ლით!" - წერს აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად დე­დაა და სხვა მშობ­ლე­ბის­გან გა­ი­გო ბარ­სის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ.

altეს ცნობილი პრეპარატი ტილების საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოთ!



მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ბავ­შვთან აქვს შე­ხე­ბა, AMBEBI.GE-ს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ უამ­ბობს, რო­მე­ლიც "ბარ­სის" გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად დად­გა:

"7
წლის ბი­ჭის შემ­თხვე­ვა მი­ვი­და ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შო­კამ­დე, რო­მე­ლიც იყო უძ­ლი­ე­რე­სი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. რო­გორც კი და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ბავ­შვი შე­შუპ­და და ძი­ლი­ა­ნო­ბა სჭირ­და და გან­მი­მარ­ტეს, რომ 15 წუ­თის წინ "ბარ­სი" წა­უს­ვეს, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ვაყ­ვა­ნი­ნე სა­ვად­მყო­ფო­ში. პა­ცი­ენ­ტმა ძლივს მი­ას­წრო კლი­ნი­კამ­დე, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე­თი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ბავ­შვს წას­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და", - იხ­სე­ნებს ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვა­ში, 5 წლის გო­გო­ნას "ბარ­სის" წას­მის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბუ­დობ­რი­ვი თმის ცვე­ნა და­ე­წყო. წაიკითხეთ სრულად

altროგორ უნდა მოაცილოთ ბავშვს ტილები ქიმიური საშუალებების გარეშე - ზეთი+ ნიორი

altროგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები



ტეგები: ტილები
12602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნათია
0
არავითარ შემთხვევაში არ ახმარო ეგ წამალი ბავშვს ინსტრუქცია წაიკითხე ან დაგუგლე და ანოტაციას წაიკითხავ არაფრის დიდებით არ ახმარო თუ შვილი გიყვართ
03:03 / 05-08-2019
ნათია
0
ბარსა რაც ცხოველისა ცხოველს უნდა წაუსვა გასაგებია ადამიანს საკუთარ შვილს სისხლ და ხორცს როგორ უნდა წაუსვა ცხოველის წამალი თუ ასე მოგწონთ და თქვენ შვილს ვხოველათ თვლით კი ბატონო თქვენ წაუსვით მაგრამ ნამდვილი მშობლები რასაც ქვია თავიანთ შვიმებს არასდროს წაუსმევენ ეს იცოდეთ ესეიგი შვილი არ გყვარებიათ და ცხოვეკათ თვლით რომ ცხოველის წამალი წაუსვათ და ახმარო მე ანოტაციაში წავიკითხე რომ ამ წამლის დამუშავების დროს ცხოველს პირს უკრავენ ეომ არ აილოკოს და ბავშვს როგორ უნდა აიკრა პირი ან როგორ უნდაუთხრა ის რომ არ გაეკაროს თმას და მერე პირში არ იტაკოს ის ხელი
02:59 / 05-08-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?