"7 წლის ბიჭმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, გოგონას კი თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო" - რას იწვევს პრეპარატი, რომელსაც მშობლები ტილების წინააღმდეგ იყენებენ - მშობლები

"7 წლის ბიჭმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, გოგონას კი თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო" - რას იწვევს პრეპარატი, რომელსაც მშობლები ტილების წინააღმდეგ იყენებენ

2019-07-17 10:21:59+04:00

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერენ, რომ მშო­ბელ­თა ნა­წი­ლი ცხო­ვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ პრე­პა­რატს ბავ­შვე­ბის ტილებისგან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად იყე­ნებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"SOS ქა­ლაქ­ში ბავ­შვე­ბის ჩუმი სიკ­ვდი­ლია! და მას უცო­დი­ნა­რო­ბა ქვია! ბარ­სი ძაღ­ლის რწყი­ლის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც იყი­დე­ბა მხო­ლოდ ვეტ-აფ­თი­აქ­ში, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ დე­დე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას შვი­ლებ­ზე! ჰოდა სა­ნამ, "თეკ­ლამ მირ­ჩია კარ­გი­ას" პრინ­ცი­პით შვილს მო­წამ­ლავთ, წა­ი­კი­თხეთ რა არის!

"ბარ­სი" ესაა რწყი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა ფიპ­რო­ნი­ლი, მე­სა­მე დო­ნის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა წლო­ბით არ გა­მო­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან, ილე­ქე­ბა ცხი­მო­ვან უჯრე­დებ­ში და გა­მოს­ცემს სუნს, რო­მელ­საც ვერ იტა­ნენ მწე­რე­ბი. სწო­რედ ესაა ამ 2 წვე­თის მოქ­მე­დე­ბა, ანუ თქვენ წამ­ლავთ შვილს, რომ ტილი არ მი­ე­კა­როს და სხვა­საც ურ­ჩევთ!

გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი აქვს: მწვა­ვე ალერ­გია, თმის ბუ­დობ­რი­ვი ცვე­ნა, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა, ბი­ჭებ­ში სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნის დის­ბა­ლან­სი და ლე­ი­კე­მია! ვინც არ იცით გა­ი­გეთ, რომ თქვენ კლავთ შვი­ლებს ნელი სიკ­ვდი­ლით!" - წერს აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად დე­დაა და სხვა მშობ­ლე­ბის­გან გა­ი­გო ბარ­სის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ.

altეს ცნობილი პრეპარატი ტილების საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოთ!

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ბავ­შვთან აქვს შე­ხე­ბა, AMBEBI.GE-ს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ უამ­ბობს, რო­მე­ლიც "ბარ­სის" გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად დად­გა:

"7 წლის ბი­ჭის შემ­თხვე­ვა მი­ვი­და ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შო­კამ­დე, რო­მე­ლიც იყო უძ­ლი­ე­რე­სი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. რო­გორც კი და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ბავ­შვი შე­შუპ­და და ძი­ლი­ა­ნო­ბა სჭირ­და და გან­მი­მარ­ტეს, რომ 15 წუ­თის წინ "ბარ­სი" წა­უს­ვეს, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ვაყ­ვა­ნი­ნე სა­ვად­მყო­ფო­ში. პა­ცი­ენ­ტმა ძლივს მი­ას­წრო კლი­ნი­კამ­დე, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე­თი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ბავ­შვს წას­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და", - იხ­სე­ნებს ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვა­ში, 5 წლის გო­გო­ნას "ბარ­სის" წას­მის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბუ­დობ­რი­ვი თმის ცვე­ნა და­ე­წყო. წაიკითხეთ სრულად

altროგორ უნდა მოაცილოთ ბავშვს ტილები ქიმიური საშუალებების გარეშე - ზეთი+ ნიორი

altროგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები