მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბევრი სათამაშო ყურადღებას უფანტავს ბავშვს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბევრი სათამაშო ყურადღებას უფანტავს ბავშვს
ეს მართლაც კარგი მიზეზია საბავშვო ოთახში წესრიგის დამყარებისთვის და ზედმეტი ნივთებისგან თავის დასაღწევად.

ლეგოს მიმოფანტული დეტალები, მანქანები და თოჯინები - მშობლებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია. მაგრამ ახლანდელი გამოკვლევები გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა შეამციროთ სათამაშოების კოლექციები.

გამოკვლების პასუხებს აქვეყნებს Infant Behavior-ი. როდესაც ბავშვებს აქვთ სათამაშოების მცირე რაოდენობა, მათ უყალიბდებათ სინამდვილის შედარებით ბედნიერი და ჯანმრთელი აღქმა. ექსპერიმენტის დროს, მეცნიერები 30 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ 36 ბავშვს 18-დან 30 თვემდე, ორ სხვადასხვა ოთახში. პირველ ოთახში
იყო 4 სათამაშო, მეორეში - 16. პირველ ოთახში ბავშვების აქტიური თამაში გრძელდებოდა უფრო დიდხანს, ვიდრე მეორე ოთახში. იმდენად, რამდენადაც სათამაშოების არჩევანი მცირე იყო, ბავშვები იყენებდნენ თავიანთ შემოქმედებით ინსტინქტებს და ერთი და იგივე სათამაშოსგან სხვადასხვა აქტივობას სინჯავდნენ. გარდა ამისა, პირველ ოთახში ბავშვები დაინტერესებულები იყვნენ სათამაშოებით.
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი სათამაშო ყურადღებას უფანტავს ბავშვს, აიძულებს სწრაფად თქვას უარი ერთზე და შეისწავლოს მეორე", - ნათქვამია კვლევაში.

ლოგიკურად ჟღერს: რაც მეტია სათამაშო, მით ნაკლებად ფოკუსირდება ბავშვი ერთ კონკრეტულ ნივთზე. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბავშვები ყურადღებას დიდხანს ვერ აჩერებენ ერთ რამეზე, გარშემო დიდი რაოდენობის გასართობი კი მხოლოდ თრგუნავს ამ თავისებურებას.
ტეგები: სათამაშო
501
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```