ლეგოს მიმოფანტული დეტალები, მანქანები და თოჯინები - მშობლებისთვის ნამდვილი თავის ტკივილია. მაგრამ ახლანდელი გამოკვლევები გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა შეამციროთ სათამაშოების კოლექციები.
გამოკვლების პასუხებს აქვეყნებს Infant Behavior-ი. როდესაც ბავშვებს აქვთ სათამაშოების მცირე რაოდენობა, მათ უყალიბდებათ სინამდვილის შედარებით ბედნიერი და ჯანმრთელი აღქმა. ექსპერიმენტის დროს, მეცნიერები 30 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ 36 ბავშვს 18-დან 30 თვემდე, ორ სხვადასხვა ოთახში. პირველ ოთახში იყო 4 სათამაშო, მეორეში - 16. პირველ ოთახში ბავშვების აქტიური
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი სათამაშო ყურადღებას უფანტავს ბავშვს, აიძულებს სწრაფად თქვას უარი ერთზე და შეისწავლოს მეორე", - ნათქვამია კვლევაში.
ლოგიკურად ჟღერს: რაც მეტია სათამაშო, მით ნაკლებად ფოკუსირდება ბავშვი ერთ კონკრეტულ ნივთზე. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბავშვები ყურადღებას დიდხანს ვერ აჩერებენ ერთ რამეზე, გარშემო დიდი რაოდენობის გასართობი კი მხოლოდ თრგუნავს ამ თავისებურებას.