რა შეიძლება წაუკითხოთ ბავშვს ძილის წინ? - ამას ვერცერთი მულტფილმი ვერ შეცვლის
რა შეიძლება წაუკითხოთ ბავშვს ძილის წინ? - ამას ვერცერთი მულტფილმი ვერ შეცვლის
მშობლის ხმას, რომელიც ძილის წინ შვილს ზღაპარს უკითხავს, ვერცერთი მულტფილმი ვერ შეცვლის. ეს განსაკუთრებული კონტაქტია და ამაზე ფსიქლოგებმა დიდი ხნის წინ გამოთქვეს საკუთარი აზრი. თუნდაც 15 წუთით, ძილის წინ წიგნის კითხვა ბავშვს თავდაჯერებულობას მატებს, ფანტაზიას უღვიძებს და პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვაშიც ეხმარება. ამიტომ, ცოტა დროს და მონდომებას როდი მოითხოვს ძილის წინ წასაკითხი წიგნის შერჩევა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარიანტს, რომელიც, ვფიქრობთ, თქვენ და თქვენს პატარებს ძილისწინა საღამოებს ნამდვილად გაგილამაზებთ.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე - "იავნანა ლილისთვის"

წიგნი
ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა.
mshoblebi
"ეს არის ჯადოსნური ამბავი მამაშვილობაზე, ოჯახზე, ზრუნვასა და სიყვარულზე, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერებისა და ჰარმონიისკენ მიმავალი გზა თანასწორობაზე გადის." - ამბობს მწერალი სალომე ბენიძე ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნზე "იავნანა ლილისთვის".

ანტონ ჩეხოვი - "კაშტანკა"

"კაშტანკა" პროექტის - "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ფარგლებში გამოიცა. დიახ, კლასიკოსები ხომ ბავშვებისთვისაც წერდნენ. წიგნი ილუსტრირებულია და მაქსიმალურად არის მორგებული პატარა მკითხველის გემოვნებასა და ინტერესს. ამ დიდი კლასიკოსის თხრობის უშუალო მანერა, მისი
კეთილი და გულისხმიერი სამყარო სრულიად ახალ კარს გაუღებს ბავშვს წიგნის სამყაროში. ჩეხოვი ხომ მოთხრობების უბადლო ოსტატად ითვლება.
mshoblebi

ალექსანდრე დიუმა - "ჯადოსნური სალამური და სხვა ზღაპრები"

დიუმას საბავშვო ნაწარმოებების არსებობაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებიც სხვებზე უკეთ იცნობენ მის შემოქმედებას. წიგნი ოთხ ზღაპარს აერთიანებს, რომელთა მოსმენაც ძილის წინ პატარებისთვის სასიამოვნოც იქნება და ნამდვილი საზრდოც ფანტაზიის გასაღვივებლად. მოგვიანებით მის საქვეყნოდ ცნობილ ნაწარმოებებსაც უფრო ადვილად დაუმეგობრდებიან და შეიყვარებენ.
mshoblebi

"ჩემი პირველი ზღაპრები" და "მომიყევი ზღაპარი"

ბავშვებისთვის ზღაპრები საკმარისი არასოდესაა! ეს ორი კრებული პატარა მკითხველს უამრავ უჩვეულო ამბავს, საინტერესო გმირებთან დამეგობრების შესაძლებლობასა და მათთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. წაუკითხეთ ბავშვებს ძილის წინ და მათთან ერთად აღმოაჩინეთ კლასიკური ზღაპრების სიდიადე.
mshoblebi


ყველა ჩამოთვლილი წიგნი მხოლოდ საკითხავი ლიტერატურა არ გახლავთ. თითოეული მათგანი ილუსტრირებული და მაღალი ხარისხის გამოცემებია. ასე რომ, პატარები მხოლოდ საინტერესო ამბებს კი არ მოუსმენენ, ნახატებსაც დაათვალიერებენ, ილუსტრაციები ახალ სამყაროს გაუხსნის მათ.
2605
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ეთერი
0
საოცარი საბავშვო ლექსები და გამოცანები აქვს კობა ჭუმბურიძეს.ეს დღისით გამოადგებათ ჩვენს ბავშვებს.გამოვცადე როგორ უხაროდა ჩემს შვილიშვილს როცა ვვარჯიშობდით ამ გამოცანების გამოცნობაზე
01:50 / 24-08-2019
nana
3
მბობს მწერალი სალომე ბენიძე ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნზე... :)))) სალომე ბენიძის შეფასება უკვე ნეგატიურად განმაწყობს. ერთი ეგაა მწერალი და საბავშვო ლიტერატურის მცოდნე-შემფასებელი, და მეორე ეს ლორთქიფანიძე იქნება საბავშვო ლიტერატურის მწერალი. სასაცილოა,მართლა, საბავშვო მწერლებზე არაფერს ამბობენ და ერთმანეთს უკეთებენ რეკლამას უნიჭო ადამიანები.
15:41 / 26-07-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?