ბავშვს რომ ტილები არ გადაედოს: "გასწავლით ეფექტურ პროფილაქტიკას"
ბავშვს რომ ტილები არ გადაედოს: "გასწავლით ეფექტურ პროფილაქტიკას"
პედიკულოზი ე.წ. პატარების დატილიანება ის პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ მშობელს ჰქონია. რა იწვევს ბავშვებში ტილიანობას, ზუსტად არავინ იცის, თუმცა, მის წინააღმდეგ საბრძოლველი არაერთი საშუალება არსებობს.

როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები დატილიანებისგან და როგორ ვებრძოლოთ მას, ამის შესახებ რეიტინგს "ჰეალაინის" დერმატოლოგი, ტრიქოლოგი თამარ დაბრუნდაშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო თამარ, რა იწვევს ბავშვების დატილიანებას?

- დროა დავივიწყოთ მითი, რომ დატილიანება მხოლოდ სოციალურად გაუმართავ ოჯახში ხდება. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ამის მსხვერპლი, ვისაც ეს მწერი შეაღოღდება. ეს
არ არის ფრთოსანი მწერი,
ახლო კონტაქტისას ერთი თავიდან გადადის მეორე თავზე. გავრცელების ყველაზე ხშირი ადგილებია საბავშვო ბაღი, სკოლა და ის ადგილები, სადაც ბავშვები ერთმანეთთან თამაშობენ. პატარებიდან კი გადაედება მოზრდილებს. ეს ინფექციური პარაზიტოლოგიაა.

- არსებობს მოსაზრება, რომ გოგონებში უფრო ხშირია დატილიანება ვიდრე ბიჭებში...

- იშვიათად ხდება, ერთ სახლში და-ძმას რომ არ ქონდეს ეს პარაზიტული დაავადება. ეს არც სქელ და თხელ თმაზეა დამოკიდებული. მწერებს აქვთ ზემგრძნობელობა სუნების მიმართ. მათ შორის ტილებსაც. გასწავლით ეფექტურ პროფილაქტიკას, ბავშვს სუნამოს ნაცვლად ვახმაროთ ლავანდის ზეთი. თავის მთლიან მიდამოში და კისერზე თუ წავუსვამთ პატარას რამდენიმე წვეთ ლავანდას ზეთს, ტილი აღარ გადაედება.  წაიკითხეთ სრულად
ტეგები: ტილები
76870
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი