ქცევის თავისებურებები, რომლებიც აუტიზმზე მიუთითებს - მშობლები

ქცევის თავისებურებები, რომლებიც აუტიზმზე მიუთითებს

2019-08-06 20:10:42+04:00

საბედნიეროდ, დღეს აუტიზმის დიაგნოზი 3 წლამდე შეიძლება დადგინდეს. რა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს?

ტერმინი აუტიზმი ან აუტისტური სპექტრის აშლილობა გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის სამ სფეროში:

სოციალური ურთიერთობის დარღვევა; დარღვევა კომუნიკაციის სფეროში; ქცევის თავისებურებები აუტიზმის სიმპტომები შედარებით შესამჩნევი 2-3 წლის ასაკში ხდება.

სიმპტომები:

სოციალურ სფეროში ურთიერთობის დარღვევა, ხშირად ბავშვი ისე იქცევა, თითქოს "თავის ტალღაზე" იყოს აწყობილი, შეიძლება ვერც შეამჩნიოს დედის არყოფნა სახლში, არ გამოავლინოს დაინტერესება სათამაშოების და ბავშვების მიმართ. გაბრაზდეს, თუკი დედა ეცდება მის ჩართვას ამა თუ იმ გასართობ აქტივობაში. არ იღიმის, არ რეაგირებს მოფერებაზე, კოცნაზე, თავის სახელზე.

დარღვევა კომუნიკაციის სფეროში

ბავშვების ნაწილი გვიან იწყებს ლაპარაკს და არ იყენებს ჟესტებს. ამის მაგივრად ისინი იყენებენ სხვა ადამიანის ხელებს, მიჰყავთ იმ საგნამდე, რომელსაც უნდათ, რომ შეეხონ. ბავშვი არ რეაგირებს სახელზე. სხვა ბავშვებმა შეიძლება ადრე დაიწყონ ლაპარაკი და დაიმახსოვრონ ბევრი სიტყვა, მაგრამ არ გამოიყენონ ურთიერთობაში. ხშირად იმეორონ საყვარელი მულტფილმის ციტატები.

აუტისტური სპექტრის ბავშვები ხშირად სათამაშოებს ერთ მწკრივში ალაგებენ, ერთ ადგილას ქანაობენ, დარბიან წრეზე. აღენიშნებათ ქცევის პრობლემები, რაც დაკავშირებულია მოტორიკის დარღვევასთან.

რა თქმა უნდა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი შეიძლება არ აღენიშნებოდეს ბავშვს ერთდროულად. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა. მაშინვე იწყება შესაბამისი თერაპია, რაც საშუალებას იძლევა გაუმჯობესდეს პროგნოზი. ამიტომ როცა გაჩნდება გარკვეული ეჭვი, მაშინვე აუცილებელია სპეციალისტების ჩართვა.