რა ზიანის მოტანა შეუძლია თქვენი შვილებისთვის მათი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას
რა ზიანის მოტანა შეუძლია თქვენი შვილებისთვის მათი ფოტოების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას
უმრავლესობას, ალბათ გახსოვთ ის დრო, როცა ბავშობაში ფოტოგრაფები სახლში ან საბავშვო ბაღში მოდიოდნენ, ბავშვებს სპეციალურად ლამაზად გამოაწყობდნენ და ნანატრ პორტრეტებს საოჯახო ფოტოალბომებში ინახავდნენ, აჩვენებდნენ ახლობლებსა და ნათესავებს. დღეს სოციალურ ქსელში ბევრ ბავშვს დაბადებამდე იცნობენ, რადგან მათი მშობლები ნაყოფის ფოტოებს თავიანთ გვერდზე აქვეყნებენ. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში გაჩნდა ტერმინი "გაზიარება“ და თანამედროვე დედები და მამები სიტყვასიტყვით აქვეყნებენ შვილების თითოეული ნაბიჯის შესახებ. გადამეტებულმა აქტიურობამ შეიძლება არა მხოლოდ "მეგობრობის გაუქმება“ გამოიწვიოს, არამედ ბევრად
უფრო სერიოზული პრობლემები შეუქმნას ბავშვებს. რა თქმა უნდა, სულ ვერ აუკრძალავთ საკუთარ თავს შვილების ფოტოების გამოქვეყნებას, თუმცა ვიდრე ატვირთავთ, ჯობს დაფიქრდეთ.

ინფორმაცია თქვენი შვილის ჰობისა და გატაცების შესახებ შესაძლებელია ბოროტად გამოიყენონ დამნაშავეებმა

mshoblebi

ბევრ მშობელს უყვარს მოყოლა, რომელ გასართობ თუ საგანმანათლებლო წრეზე დაჰყავს შვილი, აზიარებს მათი აქტივობებისა და კონკურსების სურათებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვი საპრიზო ადგილს დაიმსახურებს. თუ მსგავს ფოტოებს აქვეყნებთ, უმჯობესია საჯაროდ არ გამოაქვეყნოთ და მხოლოდ მეგობრებს მისცეთ უფლება, ნახონ. თუ თქვენს შვილებსაც აქვთ პირადი სოციალური ქსელი, მაშინ დამნაშავეს ძალიან მარტივად შეუძლია გაეცნოს ინტერნეტით და ესაუბროს მისთვის საინტერესო თემაზე, მაგალითად, ფეხბურთზე ან ბალეტზე და მათი ნდობა მოიპოვოს.

ბოროტმოქმედებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ თქვენი
შვილის ადგილმდებარეობასა და მარშრუტს სურათების ლოკაციის მიხედვით.

mshoblebi

არ უნდა გამოაქვეყნოთ საჯაროდ (არა მხოლოდ მეგობრებისთვის) ინფორმაცია თქვენი შვილის ადგილმდებარეობის შესახებ. მაგალითად, მის სკოლაზე, სპორტულ დარბაზსა და საბავშვო გასართობ ადგილებზე. შესაძლებელია ბოროტმოქმედმა თქვენი ფოტოები ნახოს, მივიდეს ბავშვთან, ისე გაეცნოს, როგორც ოჯახის მეგობარი და წაიყვანოს.
ჩატარდა არაერთი სოციალური ექსპერიმენტი, როდესაც ვიდეობლოგერები ცდილობდნენ ბავშვების ნდობის მოპოვებას. მათ გააფრთხილეს მშობლები ექსპერიმენტის შესახებ და უთხრეს, რომ ეს დაეხმარებოდათ იმის ცოდნაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რეალურად მსგავს სიტუაციაში. მშობლებმა ექსპერიმენტში მონაწილეებს უთხრეს, რომ თავიანთ შვილებს ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, რომ არ უნდა გაჰყოლოდნენ უცხო ადამიანებს, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ, ბავშების უმეტესობა უცნობ ადამიანს გაურკვეველი მიმართულებით წაყოლაზე დასთანხმდა.

თაღლითებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი სევდიანი ბავშვის ფოტოები მოწყალების სათხოვნელად

mshoblebi

ამერიკელი მკვლევარის დებორა სმოლის კვლევის მიხედვით, ჩვენ ფულს მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს უფრო ვაძლევთ, ვიდრე საქველმოქმედო ორგანიზაციებს. სამწუხაროდ, თაღლითები ძალიან ხშირად იყენებენ სევდიანი ბავშვების ფოტოებს, რომლებსაც პოულობენ მშობლების პირად გვერდზე და ამ ფორმით აგროვებენ მათი "მკურნალობისთვის“ ფულს. სოციალურ ქსელში საქველმოქმედო კამპანიები მეტნაკლებად მოწესრიგდა, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არიან ადამიანები, რომლებსაც წლების განმავლობაში შეუძლიათ ერთი და იმავე ფოტოსურათითა და ყალბი ჯანმრთელობის ცნობით მოწყალების თხოვნა.

ბოროტმოქმედებს თქვენს პირად ექაუნთზე წვდომა შეუძლიათ

mshoblebi

მსოფლიოში ყოველ წუთში 95-მდე პაროლს ტეხენ. ხანდახან ამაში ჩვენც ვეხმარებით, სხვადასხვა სერვისზე რეგისტრაციით. საბანკო ანგარიშის გასახსნელად ან სხვა ქმედებებისთვის უნდა უპასუხოთ უსაფრთხოების კითხვებს. ბევრ მშობელს პაროლად შვილების, შინაური ცხოველების სახელები და მათი დაბადების თარიღი აქვს მითითებული, მაგალითად, "ნიკა2019“, რაც მათ ანგარიშს საფრთხის ქვეშ აყენებს.

არ გამოაქვეყნოთ შიშველი ბავშის ფოტოები!

mshoblebi

რამდენიმე წლის წინ, ავსტრალიურმა უსაფრთხოების კომპანიამ აღმოაჩინა უცენზურო საიტი, რომელზეც 45 მილიონი ბავშვის ფოტო იყო გამოქვეყნებული და თითქმის ყველა მათგანი დამნაშავეებმა მშობლების საჯარო სოციალური ქსელიდან აიღეს. მათ უმეტესობას კი მიწერილი ჰქონდა უხამსი კომენტარები.
მშობლები იშვიათად აქვეყნებენ ბავშვების სრულიად შიშველ ფოტოებს, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ფოტოების გამოქვეყნება პლაჟიდან, აკვაპარკიდან ან სპორტული დარბაზიდან.

ბავშვების სასაცილო ფოტოები შესაძლებელია მოგვიანებით მათი ბულინგის მიზეზი გახდეს

mshoblebi

ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდების 70,6% ბულინგს საკუთარ სკოლაში განიცდის. სკოლაში ბავშების დაცინვის ხშირი შემთხვევა მათი სასაცილო ფოტოებია, სადაც ისინი ქოთანზე სხედან ან სახეზე საჭმელი უსვიათ. ეს ფოტოები კი მათმა მშობლებმა გამოაქვეყნეს.

თქვენი შვილების ფოტოები შესაძლებელია კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ

mshoblebi

ჟურნალისტმა, დიმიტრი ტოქმეტისმა, და დიზაინერმა, იური ვირმანმა, გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ სოციალური ექსპერიმენტი. მათ შეარჩიეს ბავშვების სურათები და შექმნეს ერთგვერდიანი საიტი, სადაც დაიწყეს მურაბების გაყიდვა ბავშვების ფოტოსურათებით 15-20 დოლარად. მათ არაფერი დაურღვევიათ, რადგან ფოტოები თავად მშობლებმა გამოაქვეყნეს Flickr-ზე, რაც ფოტოების კომერციული მიზნით გამოყენების უფლებას იძლევა, უფრო მეტიც, ტოქმეტისმა და ვირმანმა ერთი და იგივე სურათი სხვადასხვა შინაარსის საიტზე განათავსეს. ასე რომ, თუ თქვენი სოციალური ქსელი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია იქიდან ფოტოების აღება, ამიტომ უმჯობესია დახუროთ და ფოტოების ნახვის უფლება მხოლოდ მეგობრებს მისცეთ.

ბავშვის ფოტოების გამოქვეყნებამ დედას შესაძლოა სარგებელიც მოუტანოს:

  • ბავშვის გაჩენის შემდეგ მათ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი ერთფეროვანი ხდება, სამსახურიდან დეკრეტულ შვებულებაში არიან და სოციალურ ქსელში აქტიურობა და ბავშვის ფოტოების განთავსება ამრავალფეროვნებს მათ ყოველდღიურობას.
  • ბევრი დედა იწყებს პროფესიონალურად ფოტოების გადაღებასა და ტექსტების შექმნას. მათ შეუძლიათ, კარგი ბლოგის გაკეთება, რომლისგანაც შემოსავალს მიიღებენ.
  • ჰეშთეგებისა და თემატური ჯგუფების მეშვეობით შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ ნაცნობები, გაცვალოთ რჩევები და იპოვნოთ კომპანია ერთად დასვენებისთვის.
2132
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```