ექი­მე­ბი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდენ - ერთ მხა­რეს იყო მშობ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი სის­ხლის გა­დას­ხმა­ზე, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს - გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე - რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე - მშობლები

ექი­მე­ბი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდენ - ერთ მხა­რეს იყო მშობ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი სის­ხლის გა­დას­ხმა­ზე, ხოლო მე­ო­რე მხა­რეს - გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე - რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე

2019-08-16 09:47:41+04:00

ხში­რად ექიმ­თან ვი­ზი­ტის დროს, პა­ცი­ენ­ტმა არ იცის სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ის, თუ რო­გორ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ექი­მი, მხო­ლოდ მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და კე­თილ­გან­წყო­ბის ხა­რისხზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

დიახ, უმე­ტე­სად არ ვი­ცით, თუნ­დაც ოჯა­ხის ექიმს ჩვენ­თვის რა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის­გან და არც ის ვი­ცით, ექი­მის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის გამო და­ზა­რა­ლე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტმა სა­მარ­თა­ლი რო­გორ იპო­ვოს.

ამ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE-მ სა­მე­დი­ცი­ნო სა­მარ­თლის მკვლე­ვარს, ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვიცე-რექ­ტორს და ასის­ტენტ-პრო­ფე­სორს თა­მარ კერ­ძა­ი­ას მი­მარ­თა.

- რა უფ­ლე­ბე­ბი აქვს პა­ცი­ენტს ექიმ­თან ვი­ზი­ტის დროს და რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს მის­გან?

- პირ­ველ რიგ­ში, პა­ცი­ენტს უფ­ლე­ბა აქვს სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვი­სა­გან მი­ი­ღოს სრუ­ლი, ობი­ექ­ტუ­რი, დრო­უ­ლი და გა­სა­გე­ბი ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა უნდა გა­ნუ­მარ­ტოს პა­ცი­ენტს არამ­ხო­ლოდ მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ში­ნა­არ­სი, არა­მედ ყვე­ლა სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუნ­დაც მო­ცე­მუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვერ სთა­ვა­ზობ­დეს მკურ­ნა­ლო­ბის აღ­ნიშ­ნულ მე­თო­დებს პა­ცი­ენტს, შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რის თუ კად­რე­ბის არ­ყო­ლის გამო.

პა­ცი­ენტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნე­მარ­ტოს და­გეგ­მი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ყვე­ლა თან­ხმლე­ბი რის­კი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა დად­გეს, თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე ალ­ბა­თო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მი­სი რის­კის (გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის) ცოდ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სა­ერ­თოდ უარი ეთ­ქვა შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. თუ ექი­მი წი­ნას­წარ­ვე არ მო­ახ­დენს რის­კე­ბის შე­სა­ხებ პა­ცი­ენ­ტის ინ­ფორ­მი­რე­ბას და ასე­თი რის­კი დად­გე­ბა, ექი­მი პა­სუხს აგებს იმის მი­უ­ხე­და­ვად, სწო­რად გა­უ­წია თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლომ ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა იმის გამო, რომ 74 წლის პა­ცი­ენტს ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ინექ­ცი­ით მი­ე­წო­და პე­ნი­ცი­ნი­ლის შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე წა­მა­ლი, რომ­ლი­თაც გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. აქ მთა­ვა­რი დარ­ღვე­ვა ის გახ­ლდათ, რომ პა­ცი­ენტს არ მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლო რის­კებ­ზე, რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ექიმს ჰქონ­და.

ხში­რად, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­ღვე­ვენ პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბას, გა­ეც­ნოს მის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წერს. პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ან­გა­რიშ­ში ხში­რა­დაა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­უ­რე­ბის გამ­წე­ვი არ აწ­ვდის ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით აწ­ვდის პა­ცი­ენტს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რებს.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნი­ლი პრაქ­ტი­კით, თუ ექიმ­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის სწო­რად წარ­მო­ე­ბა ან არ გა­დას­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია პა­ცი­ენტს, სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბის ტვირ­თი სწო­რედ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვის მხა­რეს გა­და­დის, რაც იმას ნიშნვს, რომ არა პა­ცი­ენ­ტმა, არა­მედ ექიმ­მა უნდა ამ­ტკი­ცოს, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­უ­რე­ბა პა­ცი­ენტს სწო­რად და კვა­ლი­ფი­კა­ცი­უ­რად გა­ე­წია.

უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­აჩ­ნია ექიმს პა­ცი­ენ­ტის წი­ნა­შე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის წინ, პა­ცი­ენ­ტი­სა­გან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბაა. ხოლო, თუ პა­ცი­ენ­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნი ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რის არმ­ქო­ნეა, მისი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მცი­რე­წლო­ვა­ნია ან უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მისი ნა­თე­სა­ვი უარს აცხა­დებს მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

განაგრძეთ კითხვა