ფერადი, გამჭვირვალე ჰიდროგელის ბურთები სახლში ხშირად გამოიყენება აკვაგრუნტის და დეკორატიული მცენარეებისთვის. თუმცა სულ რომ არ მოელით, ისე შეიძლება მან საფრთხე შექმნას.
ისინი ლამაზია და იქცევს ბავშვების ყურადღებას. ჰიდროგელი-პოლიმერული ნივთიერებაა, რომლის გრანულები იწოვს დიდი რაოდენობით სითხეს. ბავშვებისთვის საშიშროებას წარმოადგენს მისი გადაყლაპვა, რადგან ამან შეიძლება ნაწლავის სანათურის გადაკეტვა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ჰიდროგელის ბურთულები ბავშვებს შეიძლება კანფეტები ეგონოთ. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რადგან რაც შეიძლება მოარიდონ ბავშვების თვალთახედვის არეს. ასევე გააფრთხილეთ ნაცნობები და მეგობრები.