რატომ არის აუცილებელი, აუზში სუფთა ჩახვიდეთ - საფრთხეები, რომლებსაც ჰიგიენის დაუცველობა იწვევს - მშობლები

რატომ არის აუცილებელი, აუზში სუფთა ჩახვიდეთ - საფრთხეები, რომლებსაც ჰიგიენის დაუცველობა იწვევს

2019-09-25 03:58:18+04:00

როდესაც აუზზე დავდივართ ან ბავშვი დაგვყავს, ხშირად გვაფრთხილებენ, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები - აუზში ადამიანი სუფთა უნდა ჩავიდეს და არ შეიძლება დაბინძურება, განსაკუთრებით მოშარდვა.

შარდმჟავა და ქლორი

ეს რომ არ შეიძლება, მეცნიერები არა მხოლოდ მორალურ-ეთიკური არგუმენტით ამყარებენ, არამედ აფრთხილებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ რისკებზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შარდმჟავა, რომელსაც ადამიანის შარდი შეიცავს, ქლორირებულ წყალში მოხვედრისას წარმოქმნის „მფრინავ გვერდით პროდუქტებს“. სწორედ ეს გვერდითი პროდუქტები აყენებენ ზიანს ჩვენს ორგანიზმს. ბასეინში ქლორირება ხდება ჰიგიენური თვალსაზრისით, რათა შეაჩერონ მიკროორგანიზმების განვითარება. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ქლორთან შარდის და ოფლის კონტაქტის დროს, დახურულ აუზებში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერება ჩნდება.

შარდმჟავა ქლორთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის CNCI და NCI3-ს.

CNCI (ციანოგენური ქლორიდი) — ეს არის ტოქსიური ქიმიური ნივთიერება, რომელიც ხასიათდება ძლიერ გამღიზიანებელ და მხუთავი ეფექტით. CNCI შესუნთქვამ შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან.

mshoblebi

NCI3-მა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების მწვავე დაზიანება რიგ შემთხვევებში.

ეს ნივთიერებები არ წარმოიქმნება, თუკი ადამიანი აუზში დაიცავს ჰიგიენურ წესებს:

არ ჩახვიდეთ წყალში, თუ გაქვთ დიარეა ან შარდის შეუკავებლობა. აუზში ჩასვლამდე აუცილებლად მიიღეთ შხაპი (საპნით). ასევე აუზიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ წყალი. შხაპი მიიღეთ ყოველ 60 წუთში, თუ იმყოფებით აუზის ტერიტორიაზე და ფიზიკურ დატვირთვას იღებთ.