”თუ გადაყლაპავ, ექიმები მუცელს გაგიჭრიან“ -ეს ის იყო, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა.
არადა როგორ უყვართ პატარებს ღეჭვა? ჯერ ერთი, საღეჭი რეზინი ყოველგვარ კანფეტზე გემრიელი ჰგონიათ, და მეორეც, ღეჭვით ხომ ისინი დიდებს ემსგავსებიან?!
საღეჭი რეზინისა რა მოგახსენოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადამიანები ნეოლითური ხანიდან ღეჭავენ და რაღას არა - მცენარის ფესვებს, კოკასა და თამბაქოს ფოთლებს, ზოგიერთი ხის
რისგან შედგება საღეჭი რეზინი
ის სპეციალური საკვები ნივთიერებებისგან მომზადებული რეზინის, წებვადი ნივთიერებებისა და გემოსა და ფერის მიმცემი პროდუქტებისაგან მიღებული ნაზავია. მის შემადგენლობაშია აგრეთვე შაქარი ან შაქრის შემცვლელი. მწარმოებელთა უდიდესი ნაწილი უპირატესობას სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს.
არც ერთი ეს ნივთიერება იწოვება ნაწლავებიდან. შესაბამისად, თუ ბავშვი მას შემთხვევით ჩაყლაპავს, რეზინის ეს პატარა გემრიელი ნაჭერი მშვიდობიანად გაივლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და თავის მოგზაურობას საბავშვო ქოთანში ან უნიტაზში დაასრულებს.
საფრთხე ძალიან იშვიათად იქმნება
მაგრამ რადგან მსგავსი ფაქტები მედიცინის ისტორიაში უკიდურესად იშვიათია, ბავშვის მეტისმეტად შეშინება არ ღირს.
ახლა მთავარი - ღეჭვისას, როცა პატარა დარბის, იცინის, ლაპარაკობს, შესაძლებელია მოხდეს საღეჭი რეზინის გადაცდენა და მისი სასუნთქ გზებში მოხვედრა. მით უმეტეს, რომ ადრეულ ასაკში სრულად სრულად მომწიფებული არ არის კოორდინაციული რეაქცია საყლაპავასა და ხორხსარქველს შორის, რაც გადაცდენისას უზრუნველყოფს სასუნთქი გზების უსწრაფეს დახურვას ხორხსარქველით. აი, ეს კი ნამდვილი საფრთხეა!
როგორ მოვიქცეთ?
საღეჭი რეზინის ბავშვისათვის შეთავაზება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ის აცნობიერებს - ეს კანფეტი არ არის და მისი გადაყლაპვა არ შეილება. ეს დაახლოებით 4-5 წლიდან ხდება. ამ ასაკისათვის დღეში 1-2 საღეჭი რეზინის მიცემა პრობლემა არ არის.დაიცავით უსაფრთხოების წესები, რომელიც საღეჭი რეზინის სასუნთქ გზებში გადაცდენას აგაცილებთ თავიდან.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე