როგორც არ უნდა რეცხავდეთ ბავშვის ტანსაცმელს, ყველაზე მთავარი წესია - კარგად გაავლოთ!
როგორც არ უნდა რეცხავდეთ ბავშვის ტანსაცმელს, ყველაზე მთავარი წესია - კარგად გაავლოთ!
სამმა ფაქტორმა პრინციპულად შეცვალა დამოკიდებულება ბავშვის ტანსაცმლის რეცხვასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორები კაცობრიობის ცხოვრებაში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოვიდა. სწორედ ამ ფაქტორების წყალობით დედობა აღარ არის ასოცირებული წვალებასთან და მიუახლოვდა იმას, რასაც რეალურად უნდა განიცდიდეს დედა - ბედნიერებას და ზეიმს.

ამ ფაქტორებში იგულისხმება:

1. ავტომატური სარეცხი მანქანა.
2. ერთჯერადი საფენები, ხელსახოცები.
3. სპეციალური საბავშვო სარეცხი საშუალებები. ⠀
mshoblebi

რჩევები:

გახსოვდეთ, რომ მშობლობის ბედნიერების აღსაქმელად აქტუალურია კარგი ავტომატური სარეცხი მანქანის შეძენა და არა მრავალფუნქციური
საწოლის, ბრენდული ტანსაცმლის ან სასეირნო ეტლის. ამგვარად, ვყიდულობთ ავტომატურ სარეცხ მანქანას და ამის შემდეგ ვგეგმავთ ორსულობას.
ყველაფერს, რისი გარეცხვაც შეიძლება - არ ვრეცხავთ. იმას, რასაც აწერია ერთჯერადი - ე.ი. ერთჯერადია. დედის დასვენება ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

მიუხედევად იმისა, თუ რომელი სარეცხი საშუალებებით რეცხავთ ბავშვის სამოსს, დიდი ყურადღება დაუთმეთ (ორმაგ, სამმაგ) გავლებას.

რაც შეეხება ჩასვრილი საცვლების გარეცხვა-გამოხარშვას, ბებიების რეკომენდაციით ადრე ირეცხებოდა სარეცხის საპნით. ეს უფრო ტრადიციაა და არა აუცილებლობა. თანამედროვე, ხარისხიანი და თანამედროვე სარეცხის მანქანა ბიო მექანიზმებით ძალიან კარგად უმკლავდება ამ პრობლემას. კიდევ ვიმეორებ: მიუხედავად თქვენი არჩევანისა (სარეცხის საპნით გარეცხავთ თუ სარეცხი საშუალებებით), უმთავრესი ყურადღება მიაქციეთ გავლებას.

ვიმეორებ:

გახსოვდეთ, რომ ბავშვის სამოსზე დარჩენილი სარეცხი საშუალებები ბევრად
სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ჭუჭყი! საფუძვლიანი გავლება, გავლება და კიდევ ერთხელ გავლება!!!
2073
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ლაქები ჯერ ხელით თუ არ ამოჭეჭყე სარეცხის მანქანა ვერაფერს უშვრება.გავლება კი რათქმაუნდა მაგრამ ის მიკვირს რომ ევროპაში ჭურჭელს არ ავლებენ.
13:42 / 07-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?