როდის უნდა დავიძინოთ, რომ გამოძინებულები ავდგეთ? - ცხრილი, რომელიც გაგიადვილებთ
როდის უნდა დავიძინოთ, რომ გამოძინებულები ავდგეთ? - ცხრილი, რომელიც გაგიადვილებთ
ყველასათვის კარგად ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც მომაბეზრებელი მაღვიძარას ხმა ჩაგესმით ყურში და ტკბილი ძილიდან გამოჰყავხართ. დიდი ხანი გჭირდებათ გამოფხიზლებისთვის და მთელი დღე გამოუძინებელი ხართ.

საბედნიეროდ, არსებობს გაღვიძების მარტივი მეთოდი.

კარგი ღამის ძილი შედგება 5-6 ასეთი ციკლისგან,  როდესაც ერთმანეთს ენაცვლება სწრაფი და შენელებული ძილი. მეცნიერებმა გამოითვალეს თითოეული ამ ციკლის ხანგრძლივობა, რამაც საშუალება მისცათ გაეგოთ, თუ როდისაა ორგანიზმი სწრაფი ძილის ფაზაში. სწორედ ამ დროს არის გაღვიძება ყველაზე ადვილი.

საშუალოდ, ადამიანი 15 წუთში იძინებს,
ე.ი. თუ თქვენ უნდაგაიღვიძოთ დილის 6 საათზე, დასაძინებლად უნდა დაწვეთ 20:45 ან 22:15 საათზე. 

ამ ცხრილის დახმარებით გაიგებთ, როდის უნდა დაწვეთ დასაძინებლად, დილით რომ საჭირო დროს და მხნედ გაიღვიძოთ:

mshoblebi
იმედია, ეს პატარა ცხრილი დაგეხმარებათ ადვილად და კარგ ხასიათზე გაღვიძებაში.

თუ ჯანსაღად იკვებებით, 7 საათის ძილის შემდეგ ადვილად უნდა გაიღვიძოთ.

შუაღამე - ეს არის დრო, როდესაც ბუნებას სძინავს, რადგან ამ დროს მზე მაქსიმალურად დაბლა იმყოფება. მზე პასუხისმგებელია დროის კანონებზე. ამიტომ დღის რეჟიმი და კვება მჭიდრო კავშირშია მზის აქტივობასთან.

დასვენებისა და ძილისათვის საუკეთესო დრო - 21-00-დან 00-00-მდეა.
შუაღამემდე 1 საათის ძილი ითვლება 2 საათად, რასაც თანამედროვე მეცნიერებიც ამტკიცებენ.

ამ დროს ისვენებს ადამიანის ნერვული სისტემა. ამაში
დასარწმუნებლად შეგიძლიათ ჩაატაროთ ცდა:
დაწექით დასაძინებლად 21-00-ზე, და გაიღვიძეთ ღამის 01:00 ან 02:00-ზე.
იგრძნობთ, რომ გამოიძინეთ. აღმოსავლეთში ძირითადად ამ რეჟიმით ცხოვრობენ.

იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა მზის ამოსვლის წინ და დაასკვნეს:
მზის ამოსვლის წინ ატმოსფეროში აღწევს მზის განსაკუთრებული სხივები, რაც ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს. ამ დროს სხეული მუშაობს ორ რეჟიმში: ღამის და დღის, ანუ პასიურ და აქტიურ რეჟიმში.
სწორედ მაშინ ხდება ღამის რეჟიმიდან დღის რეჟიმზე გადასვლა.

მაგრამ თუ ადამიანს სძინავს, ეს გადასვლა არ ხდება და მთელი დღე ენერგიის გარეშე უხდება ყოფნა. აქედან გამომდინარე, მას მუდმივად ესაჭიროება კოფეინი (ყავა, ჩაი), რათა ხელოვნურად აიმაღლოს შრომისუნარიანობა.
თუ ადამიანი იღვიძებს ადრე, მისი ორგანიზმი ბუნებრივად იწმინდება და თავისუფლდება ტოქსინებისაგან.

altრას იწვევს უძილობა და როგორი უნდა იყოს ძილის რეჟიმი სხვადასხვა ასაკში - გამოცდილი ნევროლოგის რჩევები


4106
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?