ბავშვის ქცევიდან შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რა ურთიერთობაა დედა-მამას შორის.
1. დედაშვილობანას თამაში მშვიდობიანად მიმდინარეობს. თუ დაუკვირდებით, ბავშვები კოპირებას უკეთებენ დედის ქცევებს. თუ ბავშვი არ ჩხუბობს, ე.ი. ოჯახში მშვიდი სიტუაციაა და ბავშვი მიჩვეულია ასეთ მდგომარეობას.
2. ბავშვის ლექსიკონი მდიდარია პოზიტიური სიტყვებით. ყური დაუგდეთ დიალოგებს. თუ ლექსიკონში ბევრ ნეგატიურ სიტყვას აღმოაჩენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ხშირად ისმენს მსგავს დიალოგებს მშობლებისაგან.
3. ბავშვები თავის ემოციებს გამოხატავენ ადეკვატურად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ვარდებიან ისტერიკაში. მაგრამ თუ ბავშვები ცხოვრობენ მშვიდ და ბედნიერ გარემოში, მაშინ ისინი შეძლებენ ემოციების კონტროლს.
4. თუ ბავშვები მშობლებს შორის უთანხმოების რეგულარული მოწმეები არიან, ეს აუცილებლად აისახება მათ ფსიქიკაზე. ბავშვთა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლების განქორწინება 6 თვის ბავშვებზეც კი მოქმედებს. უფროსი ასაკის ბავშვებში კი ეს ისტერიკებსა და მომატებულ შფოთვიანობაში გამოიხატება.
5. ბავშვებს აქვთ კონფლიქტების მოგვარების უნარი. დააკვირდით, თანატოლებთან კონფლიქტის შემდეგ შეუძლიათ თუ არა კომპრომისზე წასვლა. თუ ასეა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ამ მოდელს ოჯახიდან იღებენ.
6. ბავშვებს აქვთ უნარი გამოხატონ სიმპათია. თუ თქვენს შვილს შეუძლია მეორე ადამიანს უთხრას სასიამოვნო სიტყვები, შეუძლიათ გაყოფა და უყვართ სხვისთვის საჩუქრების გაკეთება, ე.ი. ისინი იზრდებიან ბედნიერ ოჯახში.