რა სასჯელი გემუქრებათ, თუ სხვის "სქრინებს" და "ჩათში" მოწერილ შეტყობინებებს ავრცელებთ - იურისტის პასუხები
სოციალური ქსელი ხშირ შემთხვევაში ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა საფრთხის შემცველია ე.წ. "სქრინების", "ჩათში" მოწერილი შეტყობინების გავრცელება. რა უნდა ვიცოდეთ, როცა სხვის პერსონალურ მონაცემებს ინტერნეტსივრცეში ვავრცელებთ  და რა შემთხვევაში ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე. აღნიშნულ კითხვებზე mshoblebi.ge იურისტ ჟანა ჩიქოვანს დაუკავშირდა:
- ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც მიმოწერაშია და სხვა პირისგან  ისმენს ან იღებს ინფორმაციას, არის ვალდებული, რომ მიღებული ინფორმაცია გასაჯაროებიგან დაიცვას. მაგ. თუ ჩვენ კონრეტულ საკითხზე გვაინტერესებს გარშემო მყოფების აზრი იმ ინფორმაციაზე,
რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი მიმოწერის დროს, მაშინ ეს ინფორმაცია  უნდა გამოვაქვეყნოთ ჰიპოტეტურად, კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე. თუ თქვენ არ გაქვთ ჩემგან ნებართვა მიღებული და ისე ასაჯაროებ ჩემს მიმოწერას, ჩემს ნაამბობს, ტვირთავთ ფოტოს, მოკლედ, აქვეყნებ ისეთ დეტალებს, რომლითაც ჩემი ცნობა არის შესაძლებელი, ეს ქმედება არის ჩემი პერსუნალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევა. თუნდაც ერთი ადამინისთვის,  ჩემს ირგვლივ რომ გახდეს ცნობილი და  მისახვედრი, რომ ეს ადამიანი ვარ მე, გამოდის, რომ კანონი დაარღვიე. აქ მთავარია იმის ცოდნა,  პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი მე რისგან მიცავს და როდის,  რა ფორმით ირღვევა ეს კანონი.
mshoblebi

- ვის უნდა მივმართოთ, თუ გავიგეთ, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები უკანონდ გავრცელდა, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი?

-
დავიწყოთ საუბარი იმაზე, რას მოიაზრებს პერსონალური მონაცემები. პერსონალური ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას. განასხვავებენ ერთმანეთისგან ორ ინფორმაციას - ერთი პერსონალური, რაზეც უკვე ვთქვი და მეორე არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი. ამაში შედის მონაცემები პიროვნებაზე, დაკავშირებული რასასთან, სქესთან სექსუალურ ორიენტაციასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ჩვენ განსაკუთრებული საფუძვლების გარეშე არ შეგვიძლია მსგავსი ინფორმაციის დამუშავება.
პერსონალური მონაცემების დარღვევის დროს, ჩვენ უნდა მივმართოთ სახელმწიფო ინსპექტორს, რომელიც იკვლევს ამ საკითხს, მან უნდა დაადგინოს, ნამდვილად მოხდა თუ არა სხვა პირის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება კანონის დარღვევით. კანონის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმებს და სხვადასხვა დარღვევაზე არის სხვადსახვა ოდენობის ჯარიმა.  კანონდამრღვევ პირს აჯარიმებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. ჯარიმის თანხა 500 ლარიდან იწყება.  თუ ადამიანი თვლის, რომ მის მიმართ დაირღვა კანონი პერსონალურ მონაცემთა შესახებ, მან საჩივრით უნდა მიმართოს  სახელმწიფო ინსპექტორს.  საკითხის გამოსაკვლევად ინსპექტორს მაქსიმუმ  ორი თვე აქვს ვადა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონდმარღვევი ჯარიმას იხდის სახელმწიფოს სასარგებლოდ და არა დაზარალებულის სასარგებლოდ.  ეს წესიც ხშირად ხდება კამათის საგანი.

პერსონალური მონაცემების შესახებ კანონდარღვევა გულისხმობს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას.  თუ შემთხვევა გასცდება პერსონალური ინფორმაციის შესახებ დაცვის კანონს, მაგალითად, თუ იქნება დანაშაულის შემცველი მუქარა, ან თუ იქნება ცილისწამება, ანუ თუ არის ისეთი სახის ინფორმაცია გავრცელებული, რაც დამოუკიდებლად ქმნის საფუძველს, რომ ჩვენ გამავრცელებელს ვედავოთ არა მარტო პერსონალური მონაცემების დარღვევის გამო, არამედ სხვა სახის დანაშაულისთვის, შესაძლოა, მორალური ზიანის დაკისრებამდე მივიდეთ. ამ  დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორი მოიკვლევს საქმეს და გადაამისამართებს შესაბამის დაწესებულებებში - შსს-ში ან პროკურატურაში, სადაც გაგრძელდება გამოძიება.
mshoblebi
ახლა გაჩნდა  დანაშაულის ახალი სახეობა -  ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც შეიძლება მიმოწერაშიც გამოვლინდეს (სასიყვარულო ურთიერთობის გასაჯაროება, შანტაჟი, მუქარა და ა.შ.). მსგავსი რამ სცდება პერსონალური მონაცემების დარღვევის შესახებ კანონს. თუ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაირღვა და ამას კიდევ ემატება  დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში ამას ინსპექტორი გადასცემს საგამოძიებო სტრუქტურას და ბრალს აღუძრავენ კონკრეტულ პირს, საქმე კი გადაინაცვლებს სასამართლოში.

ასევე ყურადღებას გავამახვილებ ერთ დეტალზე. ვთქვათ, ჩვენ ვწერთ რაღაცას და მე გავიგე თქვენზე პერსონალური ინფორმაცია, ჩემთან გამოხატული გაქვს თანხმობა, თვითონ მწერთ თქვენ შესახებ, მე არაფერი დამიძალებია, მაგრამ გადავწყვიტე, ეს ინფორმაცია ვიღაცას გავუზიარო, "დავსქრინო" და ისე, რომ არ დავფარო პერსონალური მონაცემები, ისე გავავრცელე თქვენ მიერ მოწერილი ტექსტი, რომ არაფერი შევცვალე, არ დავფარე მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და შენ გაიგე ამის შესახებ, შეგიძლია სცადო ჩემი დაჯარიმება. ასეთ დროს მტკიცება იმისა, რომ  თქვენ თანახმა იყავით, არა მარტო მე მიმეღო ეს ინფორმაცია, არამედ მე გამევრცელებინა, მეკისრება მე, ინფორმაციის გამავრცელებელს. ასე რომ,  ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დახურული ჯგუფიდან თუ "ფეისბუქიდან" ავრცელებს ინფორმაციას, არის ვალდებული ამ ადამაინთან კომუნიკაციის ბოლოს იქნება თუ დასაწყისში, მიიღოს თანხმობა. არა აქვს მნიშვნელობა, ინფორმაციას ვათავსებთ  დახურულ ჯგუფში თუ ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას. პირის თანხმობის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის, ასევე არ არის პრობლემა, თუ სხვისი მოწერილი ინფორმაციის გავრცელების დროს, ვერ ხერხდება პირის იდენტიფიკაცია. მაგალითად, გადაშლილია ფოტო, არ ჩანს სახელი და გვარი, არ წერია დაბადების თარიღი და ა.შ. ანუ ყველა ის მონაცემი, რითაც შეიძლება ამოცნობა პიროვნების.

- როცა "ფეიქ-ექაუნთებით"კონტაქტობენ სოციალურ ქსელში, ბევრი ებმება მახეში და სრუალიად უცნობ ადამიანს უზიარებს პირად ინფორმაციებს. მერე კი მოპოვებულ ინფორმაციას "მსხვერპლის" საწინააღმდეგოდ იყენებენ...

- ესეც  კანონდარღვევაა. კანონში ჩვენ გვიწერია, რომ  პერსონალური მონაცემების დამუშავებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, მით უმეტეს - მერე მის გასაჯაროებას და გამოყენებას.  თუ პერსონალური ინფორმაცია დაამუშავე კონკრეტული მიზნით, ამ შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ისნპექტორს შემოწმების ვალდებულება აქვს. თუ ვერ გამოვლინდება, რა იყო სხვის პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება შევცდი და "ფეიქექაუნთიდან" მოწერილ შეტყობინებას ვპასუხობდი,  ვიღაცას გავუზიარე ჩემი პერსონალური მონაცემები, ეს არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, რომ მან ამტკიცოს, თუ რა იყო ამ ინფორმაციის მოპოვების და შემდეგ გავრცელების მიზანი.
თუ შენ ფარული მიმოწერა გაქვს და ამას საშენოდ იყენებ, ეს ფაქტი ცნობილი ხდება იმ პირისთვის, ვისაც სწერდი ფარულად, მას შეუძლია გიჩივლოს და ამის გამო გაგებინონს პასუხი, მოითხოვოს შენი დაჯარიმება. თუ ფარული მიმოწერა გადაიზარდა ძალადობაში და იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დაიწყება გამოძიება.
mshoblebi

- თუ ეჭვი გამიჩნდა, რომ ვიღაც "ფეიქ-ექაუნთით" მწერს, მანიპულირებს ჩემზე და  არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში, ვინ დგას ამის უკან, ამ შემთხვაში შეიძლება მივმართო სახელმწიფო ისნპექტორს  და დამეხმაროს იმის დადგენაში, ვინ მწერს?

- პირველი ნოემბრიდან დაემატა სახელმწიფო ინსპექტორს საგამოძიებო ფუნქცია. ზედამხედველობა და კონტროლი ადრეც არსებოდა, მაგრამ ამ მიმართულებით დღეს სახელმწიფო ინსპექტორს ექნება შესაძლებლობა, გამოიკვლიოს, გამოიძიოს, მაგალითად, ვინ დგას ამ "ფეიქმიმოწერის" უკან, როცა პერსონალური მონაცემების შესახებ დაცვის კანონის დარღვევის ნიშნები იკვეთება.

- როცა ცოლს ან ქმარს აქვს ეჭვი და ცდილობს გაარკვიოს, მეუღლე ღალატობს თუ არა და ამის გამო ფარულად სწერს, ამ შემთხვევაში რას ითვალისწინებს კანონი?

- მსგავსი ქმედება უკანონოა და არ შეიძლება  ფარულად გამოსტყუო ადამიანს ინფორმაცია. მსხვეპლს, რომელიც ფარულად ამხილეს,  შეუძლია უჩივლოს.  რაც არ უნდა ჭეშმარიტი იყოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები, მას ძალა არ აქვს.  კანონში ვერ ჩაიწერება, რომ მე უკანონოდ მოვიძიო მტკიცებულებები.

რუსკა კილასონია

5061
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ლი
0
ინსპეტორი არის დამოუკიდებელი, არ ჰყავს ზემდგომი და ვერავინ მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე გავლენას. თუ ვინმე ეცდება რომ მის გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა/ზეწოლა ეს არის დანაშაული!
12:45 / 08-11-2019
Kiki
0
ტექსტში წერია, რომ სახელმწიფო ინსპექტორია
00:12 / 08-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?