დიახ, ეს ძალიან მარტივია: დაგვჭირდება 1 ბავშვი და 1 ტელეფონი.
ყოველთვის ხელში გეჭიროთ ჩართული ტელეფონი. უფლება მიეცით საკუთარ თავს, შეაწყვეტინოთ საკუთარ შვილს ლაპარაკი, როდესაც მოგივათ ტექსტური შეტყობინებაა ან იმეილი. ყოველთვის თვლით, რომ ის, ვინც გირეკავთან ან გწერთ, უფრო იმსახურებს თქვენს ყურადღებას, ვიდრე შვილი. ყველა ოთახში თან ატარებთ ტელეფონს და თუ რომელიმე ოთახში დაგრჩათ შემთხვევით, ბავშვი მოგირბენინებთ როგორც "ცხოვრების მნიშვნელოვან ნივთს" და არა როგორც კომუნიკაციის საშუალებას. მყარად გაქვთ გაცნობიერებული, რომ თამაში, რომელსაც ტელეფონით თამაშობთ, ან სოციალური ქსელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვთან ერთად თამაში. უფრო მეტიც, უყვირით, რომ ცოტა ხნით თავი დაგანებოთ, სანამ თამაშით ხართ გართული. სანამ რესტორანში შეკვეთან ელოდებით, ან კინოთეატრში სეინსის დაწყებას, რა თქმა უნდა ამოიღებთ ჩანთიდან ტელეფონს და დაიწყებთ სქროლვას მაშინ, როდესაც თქვენი შვილი სანტიმეტრების დაშორებით ზის თქვენგან და მოთმინებით იცდის, როდის მიაქცევთ მას ყურადღებას. დილით, თვალის გახელისთანავე, ამოწმებთ ტელეფონის შეტყობინებებს და მხოლოდ ამის შემდეგ აკოცებთ ბავშვს და "დილა მშვიდობისას" ეტყვით ოჯახის წევრებს. გვერდს აუვლით ისეთ ყოველდღიურ რიტუალს, როგორიცაა ძილის წინ საწოლთან ჯდომა და შვილთან საუბარი, ვახშმის დროს დღის ამბების გამოკითხვა, რადგან თქვენ ძალიან დაკავებული ხართ ონლაინ-მოქმედებებით. თვალს არ აშორებთ ტელეფონის ეკრანს მაშინაც კი, როდესაც ბავშვი რაღაცას გიყვებათ. თქვენ მხოლოდ შემოიფარგლებით პასუხებით: "აჰა", "გავიგე" და ა. შ. გგონიათ, ბავშვი ვერ ხვდება, რომ არ უსმენთ? ოხრავთ მაშინ, როდესაც შვილი გთხოვთ სასეირნოდ წასვლას და საქანელაზე ქანაობას. "ნუთუ არ ესმის, რომ დაკავებული ხართ?!" საჭესთან ჯდომისას, შუქნიშანზე დგომის დროს რეკავთ (შეტყობინებას უგზავნით) იმის მაგივრად, რომ ბავშვს დაელაპარაკოთ მის ფიქრებზე, ოცნებებსა თუ შიშებზე. არ ფიქრობთ იმაზე, რომ როდესაც თქვენი შვილები გაიზრდებიან და მართვის მოწმობას აიღებენ, ისევე მოიქცევიან, როგორც ახლა თქვენ. ტელეფონს არ იცილებთ ყურიდან მაშინაც კი, როდესაც ბავშვი ჯდება ან გადმოდის მანქანიდან. საკუთარ თავს არწმუნებთ, რომ სიტყვები: "გამარჯობა, საყვარელო" ან " წარმატებული დღე, დედიკო! (მამიკო!)" - არ არის მისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული.
თუ გაგიჭირდებათ ამ რეცეპტის წაკითხვა ან თუ საკუთარ თვალზე ცრემლს შენიშნავთ, მაშინ ჩვენ და თქვენი შვილი გეტყვით - მადლობას.