ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ერთი ამერიკელი დედის წერილს გავეცანით
”მთელი დღის განმავლობაში დინების საწინააღმდოგ მივცურავდი. ვიჯიჯღინე მიყრილ-მოყრილი ფეხსაცმელების გამო, ხმაურის გამო, სარეცხის მთების გამო, იმის გამო, რომ ნორმალურად არ სადილობენ და ამიტომ წარამარა შივდებათ, რაც მთავარია, სულ სხვადასხვა სასუსნავს ითხოვენ. გამუდმებული ჭამის პროცესი კი, თავის მომზადებით და ალაგებით, ქვასაც გამოიყვანს მოთმინებიდან.
ერთი სიტყვით, ჩვეულ ამპლუაში ვარ, ჯიჯღინით და რახა-რუხით დავდივარ, თან წესრიგს ვამყარებ. კედლების ჩამორეცხვის დროც მოვიდა - ერთი კვირის წინ საგულდაგულოდ გარეცხილ კედლებზე პატარა ხელების ანაბეჭდები ატყვია. ისევ გაბრაზებულმა წავიბურტყუნე და ჩვრის მოსატანად წავედი. ”რამდენჯერ გითხარით, კედლებს ხელით ნუ ეხებით-მეთქი". დავიწყე წმენდა და... შევჩერდი. კიდევ ერთხელ
დედის ცხოვრება ისეა გადატვირთული საქმეებითა და მოვალეობებით, ზოგჯერ გიჩნდება სურვილი მოისროლო ეს თეთრი დროშა და გადადგე. მაგრამ სად წახვალ? ჩვენი თანამდებობა გადადგომას არ ექვემდებარება, გადადგომის მაგივრად ვბუზღუნებთ.
უკმაყოფილო ბუზღუნსა და აღზრდას შორის დიდი სხვაობაა. თუ არ გინდა, რომ კედლები დასვარონ, უთხარი თუნდაც ასჯერ, მაგრამ როცა მაინც დასვრიან, ნუღარ ბუზღუნებ, ან ზომები მიიღე, ან ისეევე უჩუმრად გაწმინდე, როგორც დილით ლოგინს ალაგებ.
დამიჯერეთ, ეს მუდმივად უკმაყოფილო ჯიჯღინი სასიცოცხლო ძალებს გაცლით, ოჯახიდან მთელი ხალისი და სიმყუდროვე "გააქვს". მოდი, მაღლა დავდგეთ ამ ყოფით წვრილმანებზე, დაღლაზე, პრობლემებზე და გააზრებულად გავაკეთოთ არჩევანი სიხარულით სავსე ცხოვრების სასარგებლოდ. ეს სიხარული თქვენს გვერდითაა, უბრალოდ, მისთვისაც მოიცალეთ. არასოდეს მოიშველიოთ გამოთქმა - "როდის დამასვენებთ". ღმერთმა ნუ ქნას, რომ ყველამ დაგასვენოთ. წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსება თქვენი ცხოვრება. კილომეტრის რადიუსშიც რომ ვერ გაიგებთ ბავშვის ხმას. არა, ამას სჯობს, ისევ ეტალონი იყოთ ბავშვების თვალში, სუპერდედა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ახერხებს და ასწრებს, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველასი ესმის, ხელიდან ყველაფერი გამოსდის. თქვენ რომელი გირჩევნიათ?"