ყველაზე პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვის - გაიმარტივეთ ცხოვრება
ყველაზე პრაქტიკული რჩევები დიასახლისებისთვის - გაიმარტივეთ ცხოვრება
ეს რჩევები დაგეხმარებათ, სახლი უფრო მარტივად მოაწესრიგოთ და ყველაფერს მიუჩინოთ ადგილი. სიჩქარეში რამდენჯერ ვაგდებთ რაღაც ნივთს, სადაც მოგვხვდება? ზოგიერთს საერთოდ ვერ ვუძებნით ადგილს, ან ადგილი უბრალოდ არ გვაქვს სახლის სივიწროვის გამო... და საბოლოოდ უწესრიგობას ვიღებთ. ეს ხასიათსაც გვიფუჭებს, არადა, შეიძლება, მარტივად შეხედოთ მოვლენებს და პრაქტიკულ რჩევებს ენდოთ. არა მხოლოდ დიასახლისებმა, არამედ მათმა "ხელმარჯვე ოსტატმა" ქმრებმაც.

თუ მაისურებს მჭიდროდ და ვერტიკალურად ჩაალაგებთ, უჯრაში გაცილებით მეტი ჩაეტევა. გარდა ამისა, მარტივად დაინახავთ, სად რომელი ნივთი დევს.

mshoblebi
კვერცხის ჩასადები (მუყაოსი) მოსახერხებლად ინახავს წვრილმან ნივთებს.

mshoblebi
წებოვანი ლენტის ბოლო რომ იოლად იპოვოთ, უბრალოდ დაამაგრეთ მის პირზე მეტალის სკრეპი.

mshoblebi
სუნელებისთვის განკუთვნილი მაგნიტის ქილები შეიძლება მაცივრის კარზე მიამაგროთ და ადგილი გაათავისუფლოთ სხვა რამისთვის.

mshoblebi
mshoblebi
კარგი იდეაა – სხვადასხვა სადენს მიაწეროთ ზედ, რა რისია. ეს ნერვებსაც დაგიზოგავთ და იოლადაც იპოვით საჭირო მათგანს.

mshoblebi
რაც მეტი თარო აქვს დიასახლისს, მით უფრო იმარტივებს ცხოვრებას.

mshoblebi
ინსტრუმენტებისა და სათამაშოების კედელი ფარეხში.

mshoblebi
ნესტიან ამინდებში სარეცხის გასაშრობად კარგი იდეაა ჭერზე მიმაგრებული კიბე.

mshoblebi
მაგნიტურ დაფაზე უპრობლემოდ შეიძლება მოთავსდეს მთელი კოსმეტიკა.

mshoblebi
მოაჯირებზე დაკიდებული კალათები ლამაზიცაა და ბევრი სხვადასხვაგვარი ნივთის მოთავსებაც შეიძლება.

mshoblebi
ეფექტური საშუალებაა სუფთა თეთრეულის თაროებზე შესანახად – ბალიშისპირში მოათავსეთ მისივე ნაკრების დანარჩენი ნივთები და იოლად იპოვით ხოლმე კომპლექტს.

mshoblebi
მარტივად და მოხერხებულად შეიძლება სარეცხი
საშუალებების მოთავსება ნიჟარის ქვეშ.

mshoblebi
ტრიალა თეფში მაცივარში, ჰაერღუმელის თეფშის მსგავსი – კარგი იდეაა. მაცივარიც სუფთად იქნება და მის სიღრმეშიც არაფერი ჩაიკარგება.

mshoblebi
პატარა ლითონის ნივთების შენახვა ადვილია მაგნიტის დახმარებით.

mshoblebi
ქვაბებისა და ტაფების თავსახურების ერთად და მოხერხებულად დადებაც შეიძლება.

mshoblebi
თაროებზე სარეცხი მანქანის შემოდგმაც კი შეიძლება, გათავისუფლებულ სივრცეს კი სარეცხის კალათებისთვის გამოიყენებთ.

mshoblebi
თმის სამაგრები თუ სამაჯურები აღარ აგებნევათ, თუ მათ თუნდაც ჩვეულებრივ ბოთლზე ჩამოაცვამთ.

mshoblebi
თუ ასე დაკეცავთ და შეინახავთ სვიტერებს, არ დაგეკუჭებათ.
53684
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (17)
zalian kargi rhevebia
0
მზია
13:38 / 12-12-2014
ნაზი
1
ძალიან მაგარია
14:01 / 07-12-2014
მსგავსი სიახლეები