მილიარდერ ილონ მასკის დედა გვიამბობს, როგორ გაზარდა სამი წარმატებული შვილი მარტომ: "არ აცხოვროთ ბავშვები ფუფუნებაში"
მილიარდერ ილონ მასკის დედა გვიამბობს, როგორ გაზარდა სამი წარმატებული შვილი მარტომ: "არ აცხოვროთ ბავშვები ფუფუნებაში"
ტესლას დამფუძნებლის, მილიარდერ ილონ მასკის დედის რჩევები ნამდვილად გასათვალისწინებელია, რადგან ამ ქალბატონის სამივე შვილმა დიდ წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში.

სუპერმოდელმა და დიეტოლოგმა ახლახანს გამოსცა წიგნი, რომელშიც გულახდილად აღწერა, თუ როგორ გაზარდა სამი შვილი ქმართან განშორების შემდეგ.
mshoblebi
მეი ამ პერიოდში 31 წლის იყო. მასკის სიტყვებით, მათი ოჯახისთვის ეს იყო ძალიან რთული პერიოდი. დედას უწევდა ბევრი შრომა შვილებისთვის საცხოვრებლისა და საკვების უზრუნველყოფისთვის.

შრომისადმი სიყვარული იყო ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ბავშვების აღზრდაში. დისციპლინამ და მუშაობის ადრეულმა დაწყებამ თავისი შედეგი გამოიღო: მეის სამივე შვილმა თავის სფეროში დიდ წარმატებას
მიაღწია.
mshoblebi
ილონ მასკი (მეის უფროსი შვილი) - ინჟინერი, გამომგონებელი, ტესლას დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. უმცროსი ბიჭი - კიმბალი წარმატებული რესტავრატორი, ხოლო და - ტოსკა პროდიუსერი და რეჟისორი. მას უკვე 40 რეალიზებული პროექტი აქვს.

თვითონ მეიმ 8 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა. დასთან ერთად ფოსტალიონს ეხმარებოდა წერილების დარიგებაში და საათში 5 ცენტს გამოიმუშავებდა. 12 წლის ასაკში დებმა მუშაობა დაიწყეს მამამისთან კლინიკაში. პაციენტებს წერდნენ მიღებაზე და ასრულებდნენ მსუბუქ სამუშაოს.
mshoblebi
"ისე გავზარდე ჩემი შვილები, როგორც მე და ჩემი და გაგვზარდეს მშობლებმა: დამოუკიდებლები, კეთილები, თავაზიანები, ყურადღებიანები და კეთილსინდისიერები. არ ვექცეოდი შვილებს, როგორც პატარა ბავშვებს და არც ვეჩხუბებოდი. არასოდეს მითქვამს,
თუ როგორი აუცილებელი იყო სწავლა. დავალებებსაც კი არ ვუმოწმებდი - ეს მათი მოვალეობა იყო", - ამბობს მეი.

მეი მასკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავად გააკეთოს არჩევანი და იყოს პასუხისმგებელი თავის საქციელზე. მაგალითად: ილონს, კიმბალუს და ტოსკას ნება დართო, თავად აერჩიათ სპეციალობა და კოლეჯი, ასევე სწავლისთვის საბუთებიც მათ შეაგროვეს.
mshoblebi
"ასწავლეთ შვილებს კარგი მანერები. დაე, თავად გადაწყვიტონ, რა უნდათ", - ასეთ რჩევას იძლევა მეი მასკი.

სუპერმოდელი რეკომენდაციას აძლევს მშობლებს, რომ არ შეუქმნან შვილებს უზრუნველი ყოფა. თუმცა მეის უფროსი შვილი - ილონი არ ითვალისწინებს დედის რჩევას და თავისი 6 შვილს ფუფუნებაში და უზარმაზარ კერძო სახლში აცხოვრებს. ისეთ კერძო სკოლაში სწავლობენ, სადაც მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით ღებულობენ ბავშვებს.
17478
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მ ა ყ უ თ ი და კომპანია!
20
ამ ქვეყანაში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტრატებში, წარმატებულად ითვლება ადამიანი, ვინც მაყუთს იშოვნის, ბაც! და ლატარიაში მოიგო მილიონები, უმალ იტყვიან, აი წარმატებული ადამიანი, სწორმა აღზრდამ მოგებამდე მიიყვანაო. ხტფუი სსრკ-ს! და ხტფუი მის დამაქცევარებს! გაუმარჯოს სტალინს, ბერიას და მოლოტოვს!
20:42 / 09-03-2020
გიგას
1
აქ დუგინის პოლიტიკური ან სხვა შეხედულებაზე არაა საუბარი. ამ შემთხვევაში საუბარია მის ''ხელობაზე" და ის ბოლო 20 წლეულის საუკეთესო ფილოსოფოსთა ხუთეულშია შეყვანილი...
19:12 / 09-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი