პედიატრის თქმით, საქართველო არ მიეკუთვნება ისეთი განედის ქვეყნებს, სადაც მკვეთრი D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განუვითარდეს ადამიანს.
„თუ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში კარგ ამინდში და არა ქარიან და წვიმიან ამინდში გავიყვანთ აივანზეც, 14:00-16:00 საათამდე, ჩვენ საკმარისი რაოდენობით D ვიტამინს მივიღებთ. თუმცა, გარდა ამისა, მთავარი ბავშვებისთვის არის სწორი და ჯანსაღი, ბალანსირებული კვება. ეს მოიცავს 50% ბოსტნეულს, 20-25 % ხილი, დანარჩენი ცილა, ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები და მარცვლეული," - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
ამასთან, როგორც თემურ მიქელაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღვანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვები შესაძლოა, 14:00-16:00 საათამდე შუალედში 15 -20 წუთის განმავლობაში ეზოში მეთვალყურის თანხლებითაც ჩავიდნენ, თუმცა, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვა.
რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა ვიტამინების დანიშვნა ბავშვებისთვის ვინაიდან უკვე თითქმის ორი თვეა სახლებში არიან იზოლირებული, ექიმი-პედიატრი ფიქრობს, კომპლექსური ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების გამოყენება მხოლოდ ისეთ ბავშვებშია რეკომენდირებული, რომლებსაც აქვთ ქრონიკული პათოლოგია, შეწოვის პრობლემები და სხვა.
ჯანმრთელ ბავშვებში კი მიქელაძის თქმით, რომელთაც მშობლები საკვებ პროდუქტებს სწორად ურჩევენ, პრაქტიკულად არაა საჭირო დამატება და დანაკლისის შევსება ჯანსაღი კვებითაც არის შესაძლებელი.
როგორც პედიატრმა აღნიშნა, თუ ბავშვს ექნება ხელისგულები, ხელის ზურგი და სახე ღია, 15 წუთი საკმარისია, რომ D ვიტამინი სწორად გამომუშავდეს.
„დღვანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ბავშვი შეგვიძლია 14:00-16:00 საათამდე შუალედში 15 -20 წუთის განმავლობაში გავიყვანოთ ეზოში, ოღონდ აუცილებლად ბავშვთან ერთად უნდა იყოს მოზარდი ან მოზრდილი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს მას. თუ იქნება მკაცრი საკარანტინე რეჟიმი, მაშინ შეგვიძლია საკვებით და ზოგ შემთხვევაში, D ვიტამინის საპროფილაქტიკე დოზა დავნიშნოთ ასაკის მიხედვით, ერთი, ორი, ოთხი წვეთი თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში შეგვიძლია მივცეთ ბავშვს. არასოდეს არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ეზოში სეირნობისას. ან თუ მიდიხართ სოფელში ან აგარაკზე, ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული და არ უნდა გადავიდეს მეზობელთან. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ ბავშვები დღის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერაც გავიყვანოთ 15-20 წუთით. ოღონდ აუცილებელია იყოს კარგი და მზიანი ამინდი. მოღრუბლულ, ქარიან და წვიმიან ამინდში შეიძლება ვირუსული ინფექციაც დაემართოთ. ახლა ცირკულირებს გრიპის ვირუსი და სხვა რესპირაციული ვირუსები," - განაცხადა მიქელაძემ.
მისივე თქმით, გარდა სწორად დაცული კვების რაციონისა და რეჟიმისა, აუცილებელია ბავშვები დღის განმავლობაში 15-20 წუთის განმავლობაში ფიზიკურადაც დაიტვირთნონ.
„ერთადერთი თუ ვერ გაგვყავს გარეთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ საპროფილაქტიკედ D ვიტამინი. მაგრამ თუ მივცემთ ბავშვს თევზს, რძის პროდუქტებს და D ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს, საქართველოსნაირი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნისთვის არ არის D ვიტამინის ჭარბი დოზის მიღება აუცილებელი. რამეთუ D ვიტამინის სიჭარბე უფრო რთულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ვიდრე მისი ნაკლებობა," - განმარტავს თემურ მიქელაძე.
ამასთან, მისი თქმით, პირბადებიის გაკეთება ღია სივრცეში ბავშვებისთვისაც არაა აუცილებელი. რაც შეეხება ლიფტით მგზავრობის წესებს, სასურველია კაბინაში მხოლოდ ოჯახის წევრთან ერთად შესვლა.
„თუ მარტო მგზავრობთ ლიფტით და სხვა უცხო ადამაინი არ არის, გადაცემის მექანიზმი ნაკლებად იქნება, აუცილებელია სახელურს არ მოკიდოს ხელი, სხვადასხვა ღილაკებსა და კედლებს არ შეეხოს. ასე არ დაფრინავს ვირუსი. თუმცა, ბოლომდე არ არის გაშიფრული ვირუსი და რა დროს შეიძლება განიცადოს ტრანსფორმაცია და ჰაერ-წვეთოვანი გავრცელება ჰპოვოს, არავინ არ იცის“, - განაცხადა მიქელაძემ.