როგორც წესი, დედების უმეტესობა მხოლოდ ყვავილედებს იყენებს მოსამზადებლად. იცოდით, რომ ღეროებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ? ოღონდ კანი უნდა გააცალოთ დანით.
ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილების მოხარშვისათვის საკმარისია 5-7 წუთი, ღეროებისათვის კი 10-12 წუთი. ქვაბიდან ამოღების შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. ასეთი სახით დამუშავებული ბროკოლი ვიტამინებსაც ინარჩუნებს და საკვებადაც უფრო გემრიელია.
დაკვირდით ყვავილედებს. ახალ, მაღალი ხარისხის ბროკოლს მოიისფრო მწვანე ყვავილედები აქვს. თუ შეპარულ სიყვითლეს ამჩნევთ, ასეთ ბროკოლს ნუ იყიდით - ის უკვე გადამწიფებულია და ნაკლები რაოდენობის ნუტრიენტს შეიცავს.
უმჯობესია, მოიხმაროთ ახალი ბოსტნეული, მაგრამ თუ ხშირად ვერ ახერხებთ იყიდოთ ახალი, მაშინ გაყინვაც შეგიძლიათ.
დამუშავებული, მოხარშული ბროკოლი დააბლენდერეთ. გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით, ამ მიზნით პასტერიზებული რძის გამოყენებაც შეგიძლიათ. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
ბროკოლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმის ორმაგ რაოდენობას, ვიდრე სხვა კომბოსტოს სახეობები. ბროკოლის პრაქტიკულად ისეთივე რაოდენობის კალციუმს შეიცვას, როგორც იმავე რაოდენობის რძე. მდიდარია რკინით, თუთიით, მანგანუმით, გოგირდით, მაგნიუმით შეიცავს ვიტამინების ნამდვილ არსენალს - C, B1, B2, B5, B6, PP, E, K, A. შეიძლება გაგიკვიდრეთ, მაგრამ C ვიტამინის შემცველობა ბროკოლში უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსებში. დაახლოებით 100 გრ ბროკოლი თითქმის 100 % უზრუნველყოფს თქვენს დღიურ მოთხოვნას C და K ვიტამინზე. B1 ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო არეგულირებს ნერვული სისტემის მოქმედებას. ბროკოლის შემადგენლობაში შედის მეთიონინი და ქოლინი, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას. ამ მწვანე ბოსტნეულის შემადგენლობაში სელენი, სულფორაფანი და ანეტოლტრითიონი აქტიურად განიხილება, როგორც სიმსივნესთან მებრძოლი ნივთიერებები. საუკეთესო არჩევანია დაბალკალორიული დიეტების დროს წონაში კლების მისაღწევად. დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აქტივობას და ხელს უშლის ყაბზობას. ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციებს. შეუცვლელია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. მასში შემავალი სულფორაფანი ასტაბილიზირებს შაქრის დონეს. ქლოროფილი დადებით ზეგავლენას ახდენს სისხლბადი სისტემის ფუნქციონირებაზე.
დაგჭირდებათ ბროკოლის 4 ყვავილედი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი გაგრილებული მწვანე ჩაი.