მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებსაც საკმარისად სძინავთ, უფრო ჯანმრთელები არიან, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ სკოლაში, გამოირჩევიან კარგი მეხსიერებით და ქცევით. თუმცა, ძილს გაღვიძება მოჰყვება, რაც მშობლებისთვის ადვილ ამოცანას სულაც არ წარმოადგენს.
სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გაამარტივოთ გაღვიძების პროცესი როგორც შვილებისთვის, ასევე თქვენთვისაც.
1. ბავშვის გაღვიძებამდე ოთახში მზის სინათლე შეუშვით.
ბუნებრივი სინათლე ტვინისთვის სიმულატორივითაა, რომელიც ეხმარება სეროტონინის გამოყოფაში, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმს აფხიზლებს. ასე რომ, კარგი იქნება, ბავშვის ოთახში მზის სხივები 15 წუთით ადრე მაინც შეუშვათ, სანამ მის გაღვიძებას გადაწყვეტთ.
2. დაძინებამდე შეზღუდეთ მკვეთრი განათების მქონე ნივთებთან კონტაქტი.
ყველა ციფრული მოწყობილობა, როგორიცაა ტაბლეტი, ტელევიზორი და სმარტფონი, ლურჯ განათებას გამოყოფს, რომელიც ორგანიზმს აფხიზლებს. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დაწოლამდე დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენა ელექტრონული მოწყობილობა, დაძინება საკმაოდ გაუჭირდათ.
3. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა.
მუსიკა გაღვიძების ბევრად სასიამოვნო გზაა, ვიდრე მომაბეზრებელი მაღვიძარა. შეგიძლიათ, რადიოში საყვარელი არხი ჩაურთოთ ბავშვს თავის ოთახში ან მისი ფლეილისთიდან აარჩიოთ მუსიკა. ამით ის კარგ ხასიათზე დაიწყებს დღეს და საწოლიდან ადგომა იმდენად აღარ გაუჭირდება.
4. საწოლიდან ადგომის პროცესი თამაშად გადააქციეთ.
გაღვიძების პროცესი უფრო სახალისო გახდება, თუ მას თამაშად გადააქცევთ. გარდა ამისა, შვილთან კამათი და სტრესის მიღება აღარ მოგიწევთ.
გამოიყენეთ წარმოსახვა სხვადასხვა თამაშის მოსაფიქრებლად და ბავშვი აღარასდროს იწუწუნებს საწოლიდან ადგომაზე. განაგრძეთ კითხვა