როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს? - პედიატრის რჩევები
როგორ გადავაჩვიოთ პატარა საფენს? - პედიატრის რჩევები
რთული დავალებაა. იმიტომ, რომ ამ სერიოზულ ამბავზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

აი, ყველაზე მნიშვნელოვანი:
18 თვემდე ასაკამდე ბავშვების უდიდესი ნაწილი ამისათვის მზად არ არის, რადგან მას შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის კონტროლი არ შეუძლია.
ბავშვები ერთმანეთს არ ჰგვანან, ამიტომ ქოთანზე ან უნიტაზზე მიჩვევის პროცესი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე - მათ შორის თავად ბავშვის განვითარების დონეზე, ოჯახის ეთნიკურ და კულტურალურ თავისებურებებზე და სხვა.
ამიტომ ბავშვების დიდი ნაწილი 18-24 თვემდე ასაკში ეჩვევა ქოთანს, მაშინ როცა ზოგი არაა მზად 3 წლამდე.
ეს არის
პროცესი, რომელიც ბავშვისაგან კეთილ ნებას, მზაობას და მონდომებას მოითხოვს, შენგან კი დიდ მოთმინებასა და გულმოდგინებას. ამიტომ გირჩევ, ამისათვის მორალურად მოემზადო.
გამოცდილი დედები ამბობენ, რომ გოგონები უფრო ადვილად ეჩვევიან ქოთანს, ვიდრე ბიჭები. დედიკოები კი არადა, ზოგი კვლევაც ადასტურებს ამას, თუმცა აშშ პედიატრიის აკადემია ამ კვლევების სარწმუნოებას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორ გამოვიცნოთ, როდის დავიწყოთ გადაჩვევის პროცესი

ვცადეთ ერთხელ და გადაეჩვია საფენს, მოითხოვა ქოთანი და წარმატებაც მიღწეულია! არა, ასეთი ჯადოქრობები ამ საქმეში არ ხდება.

დააკვირდი:
  • შეუძლია თუ არა შარდვის შეკავება -აჯვარედინებს ფეხებს, ცვლის სახის გამომეტყველებას, რაც მიანიშნებს იმაზე,
    რომ მას შეუძლია შარდის ან განავლის შეკავება.
  • სულ უფრო ხშირად ამჩნევ, რომ საფენი მშრალია.
  • აქვს თუ არა უნარი გამოხატოს სურვილი ან საჭიროება
  • შეუძლია ქოთანზე დამოუკიდებლად დაჯდმომა და ადგომა
  • ახერხებს, დამოიკიდებლად აიწიოს და ჩაიწიოს ქვედა საცვალი, შარვალი.
  • იგებს და მოსწონს შექება და წახალისება.
  • შეუძლია მიბაძვით რაიმეს გამეორება
  • აქვს სურვილი, რაიმე გააკეთოს დამოუკიდებლად და სულ უფრო შირად გებნება - მე თვითონ.
  • ემორჩილება ინტრუქციებს.
თუ ჩამოთვლილი პირობებიდან უმეტესობა სრულდება, დროა საქმეს შეუდგე.

რით დავიწყოთ:

პირველ რიგში სიტუაციის შეფასებით და მოტივაციის შექმნით. და თუ ეს ყველაფერი უკვე მოახერხე, დროა მაღაზიაში საბავშვო ქოთანი შეარჩიო. სჯობს. ფერადი და მიზიდველი იყოს, პატარა ადვილად რომ დაინტერესდეს. მოუძებნე ქოთანს ადგილი - რათქმაუნდა, ტუალეტი. თუმცა დასაწყისისათვის ის ოთახიც შეიძლება, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებს და უყვარს.
აუცილებლად უწოდე ექსკრემენტებს საყვარელი სახელები, რათა ის არ უკავშირდებოდეს რაიმე ცუდს, ჭუჭყიანს. არჩევანი შენზეა - იმდენი მოსაფერებელი სიტყვა არსებობს „ფისების“ და „კუკების“ მოსახსენებლად.

შენ მწვრთნელი ხარ!

ყველაზე საინტერესო მეთოდის ავტორი ლორა ჯენსენი, მსოფლიოში ცნობილი 6 შვილის დედაა, რომელსაც ბავშვების აღზრდის სოლიდური გამოცილდება აქვს.
სწორედ მას ეკუთვნის სახალისო წიგნი „ქოთნის სამდღიანი ტრენინგი“, რომელიც ბევრ მშობელს დაეხმარა ამ პრობლემის მოგვარებაში. ლორა ჯენსენი ამბობს, რომ საფენის გადასაჩვევად 3 დღეც საკმარისია, თუ მოთმინებას გამოიჩენ და ამ სამ დღეს სრულად მიუძღვნი შენს შვილს. მისი აზრით, უხშირესად ამისათვის საუკეთესო ასაკი 22 თვეა.
დასაწყისისთვის უნდა მოიმარაგო 20-30 ცალი საბავშვო ტრუსი. ბევრი სითხე, უჯრედისის უხვად შეცველი საკვები (ხილი, ბოსტნეული). ეს პროდუქტების ხშირი შარდვის და დეფეკაციის გამოწვევაში დაგეხმარება.
არ დაივიწყო და გემრიელი ნუგბარი და ახალი სათამაშო პატარას დასაჯილდოებლად.
საჭიროა სამი ყველა საქმისაგან თავისუფალი დღე, რომელიც სრულად უნდა მიუძღვნა ამ საჭირბოროტო საკითხს, თუმცა მოთმინება დაგიფასდება.
პირველი დღე ბავშვის გაღვიძებისთანავე იწყება, ჩააცვი მას ქვედა საცვალი საფენის გარეშე. სჯობს შარვალი არ ჩააცვა, რათა მისი უნებლიე მარცხი ადვილად შენიშნო. იდეის ავტორი გრძელი მაისურის ჩაცმას გვირჩევს, რომელიც პატარას ფეხების ნაწილს დაფარავს.
დილას გამოცვლილი საფენი კი თავად მას გადააგდებინე და სთხოვე, დაემშვიდობოს. არ დაგავიწდეს აუხსნა ბავშვს, რატომ გადააგდე საფენი. იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და როგორც დიდებს, ისეთივე ტრუსი აცვია.
აჩვენე ქოთანი და აუხსენი, რომ ამ ჭურჭლის მოვალეობა „ფისების“ და კუკუს“ დაჭერაა. სთხოვე, გითხრას, როდის იქნება მზად ქოთანზე დასაჯდომად. მანამდე კი რამდენჯერმე დასვი მცირე დროით ქოთანზე. უმეორე კითხვა ხშირად, თავად მიანიჭე პატარას კონტროლის საშუალება. ეს მას პასუხისმგებლობის გრძნობას შესძენს და წაახალისებს. ქოთანზე ჯდომისას ესაუბრე, მოუყევი რამე. და თუნდაც პატარა სრულებით ტყუილად ზის ქოთანზე, მაინც შეაქეთ ამ მოთმინებისათვის.
დასვი ქოთანზე გაღვიძების, კვების მერე, ძილის წინ.
არ დაგავიწყდეს, რომ პატარას ახლოს უნდა ჰქონდეს სიტხისშემცევლი ბოთლი ან ჭიქა და წასახემსებლად ხილის მიცემაც არ დაივიწყო. შეეცადე, ნაკლები სითხე მისცე ძლის წინ.
”უბედური შემთხვევების“ გარეშე ეს პროცესი აბა, როგორ არ ჩაივლის. და როგორც კი ეს მოხდება, დასვი ბავშვი ქოთანზე იმის მისახვედრად, რომ მას იქ უნდა მოესაქმებინა. დაამშვიდე და უთხარი - „არა უშავს, შემდეგში უფრო ადრე დავჯდეთ ქოთანზე“.
როგორც კი ქოთანში განავალს ან შარდს დაინახავ, ეს ზარზეიმით უნდა აღნიშნო, წაახალისე, შეაქე, გამოუჩინე ახალი სათამაშო ან ნუგბარი. ქოთანი შიგთავსი კი ბავშვის თანდასწრებით ჩაცალე უნიტაზში და პატარას მისი ჩარეცხვის საშუალება მიეცი.
თუ ბავშვი რამდენიმე დღის მანძილზე გეწინააღმდეგება, ტირის, დაასვენე 2-3 კვირით და შემდეგ კვლავ შეუდექი საქმეს. ბავშვებს ხშრად ეზარებათ ქოთანზე დაჯდომა, რადგან ეს თამაშის შეწყვეტასთანაა დაკავშირებული. აუხსენი, რომ შემდეგ ისევ დაუბრუნება თამაშს.
არ დაგეგმო ქოთანზე მიჩვევის ტრენინგი, თუ ადგილმდებარეობის შეცვლას გეგმავთ. ვთქვათ, სხვა სახლში მიგყავთ ან სულაც აგარაკზე მიემგზავრებით. სჯობს იქ დაიწყოთ ქოთანზე შეჩვევის პროცესი, რომ ტრენინგის წყვეტა არ გამოგივიდეთ. ადგილის, სიტუაციის შეცვლა ქოთნის ტრენინგზე უაროფითად აისახება.
თუ ჯიუტად გააკეთებ ამ ყველაფერს, მონდომება აუცილებლად ერთად დაგიფასდებათ - და ეს თქვენი პირველი ერთობლივი გამარჯვება იქნება!

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე
1543
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?