დიასახლისებისთვის საკმაო დისკომფორტია, როცა ნიჟარიდან ან პირსაბანიდან უსიამოვნო სუნი ამოდის დიასახლისებისთვის საკმაო დისკომფორტია, როცა ნიჟარიდან ან პირსაბანიდან უსიამოვნო სუნი ამოდის. მაშინვე ეძებენ ქიმიურ საშუალებებს. თუმცა ამ დროს თურმე ძალიან ზიანდება მიწისქვეშა წყლების ხარისხი. შეიძლება, შინაური საშუალებებითაც ებრძოლოთ ამას და ერთბაშად ორი კურდღელი დაიჭიროთ: ბუნებასაც გაუფრთხილდეთ და უსიამოვნო სურნელიც მოიცილოთ.
დაგჭირდებათ:
½ ჭიქა ლიმონის წვენი
½ ჭიქა სასმელი სოდა ან 4-5 პაკეტი ცომის გამაფხვიერებელი (ან საჭმელი სოდა)
როგორ უნდა დაამზადოთ ჯადოსნური საშუალება:
ლიმონის წვენი ღუმელში გააცხელეთ (დაახლოებით 30 წამით). დაუმატეთ სოდა და აცადეთ, ნელა გაიხსნას. ფრთხილად იყავით, ნაზავი აბუყბუყდება. გულმოდგინედ აურიეთ კოვზით. შემდეგ ნელა ჩაახსით მილში და 10 წუთი დააცადეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს მილი. მერე კი ცხელი წყლით ჩარეცხეთ.