ზედმეტი ზრუნვით ბავშვებს მოტივაციას ვუკარგავთ. თუ ყველაფერს ჩვენ გავუკეთებთ, თავად რატომ ეცდება რაიმეს გაკეთებას?
ზედმეტი ზრუნვით ბავშვებს მოტივაციას ვუკარგავთ. თუ ყველაფერს ჩვენ გავუკეთებთ, თავად რატომ ეცდება რაიმეს გაკეთებას?
ყველა მშობელს საკუთარი შვილისთვის საუკეთესო უნდა. ხშირად ანებივრებენ და უსრულებენ თხოვნებს. თუმცა, ხანდახან ესეც გადამეტებულად მოსდით. ზოგჯერ ბავშვები საერთოდ კარგავენ გარკვეული წესებისადმი მორჩილებას. ამჯერად განვიხილავთ ფსიქოლოგების მიერ გამოვლენილ 7 მნიშვნელოვან შეცდომას, რომლებსაც მშობლები შვილებისადმი სიყვარულის სახელით უშვებენ.

სიტყვა "განებივრებას" ორი მნიშვნელობა აქვს. ერთ შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს ბავშვისთვის აბსოლუტურად ყველა სურვილის შესრულებას, მეორე შემთხვევაში კი, მასზე ზრუნვას. თუმცა, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რომ ბავშვის აღზრდისას დაშვებული შეცდომა მომავალში კოშმარად არ გადაგექცეთ.

ზედმეტი მზრუნველობა

mshoblebi

ზოგიერთი მშობელი შვილის დაცვას მსოფლიოში არსებული ყველა სირთულისგან ცდილობს.
ხშირად ასე იქცევიან ისინი, ვისაც რთული ბავშვობა ჰქონდა. მათ ახსოვთ, როგორ მძიმე პირობებში მუშაობდნენ, რომ ფული გამოემუშავებინათ. ან როგორ ეხმარებოდნენ მშობლებს საოჯახო საქმეების შესრულებაში. თუმცა, ზედმეტი ზრუნვით ბავშვებს მოტივაციას ვუკარგავთ. თუ ყველაფერს ჩვენ გავუკეთებთ, თავად რატომ ეცდება რაიმეს გაკეთებას?

შეცდომებისგან დაცვა

mshoblebi

მშობლებს ასევე სურთ, რომ დაიცვან შვილები ცხოვრებისეული შეცდომებისგან - ყველა სახის და სრულიად ყველა შეცდომისგან. ამიტომ ცდის უფლებასაც არ აძლევენ. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან შეცდომებით ჩვენ ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებთ.
ბავშვებს უნდა შეეძლოთ, რომ მომზაებულები შეხვდნენ არსებულ დაბრკოლებეს და თავად გაარჩიონ, რა არის კარგი და რა - ცუდი. ეს მათ ცხოვრებისადმი ადაპტირებასა და დამოუკიდებლობაში დაეხმარება.

ბავშვებისთვის სიმართლის დამალვა

mshoblebi

ძალიან ხშირად გვინდა, რომ ბავშვებს ნეგატიური ინფორმაცია დავუმალოთ და ამით დავიცვათ ისინი. ყველა ოჯახს შეიძლება დაუდგეს ცუდი დრო. ბავშვი გრძნობს, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც ეუბნებიან. ამის გამო კი კიდევ უფრო ნერვიულობს და ფიქრობს, რატომ უმალავენ ფაქტს. რატომ არ შეიძლება აუხსნათ ყველაფერი, რაც ხდება? ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენს შორის ნდობა ჩამოყალიბდეს და ისიც ყოველთვის გულწრფელი იყოს თქვენთან.

ემოციების უარყოფა

mshoblebi

"ნუ ტირი, დედა გაკოცებს და გადაგივლის ტკივილი" - ხშირად გაგვიგია მსგავსი ფრაზა, როდესაც, მაგალითად, ბავშვი დაეცემა და მუხლს იტკენს. მსგავსი საქციელით უგულებევყოფთ ტკივილს და ვუშლით ემოციების გამოხატვაში. ან კიდევ უარესი, როდესაც ბავშვებს მკაცრად უბნებით: "არ იტირო!" თქვენ არ შეგიძლიათ ადამიანებს ემოციების გამოხატვა აუკრძალოთ. ამ შემთხვევაში ცრემლები სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. უნდა მივიღოთ სიტუაცია, ვუთხრათ, რომ გვესმის, მუხლი რომ სტკივა, მაგრამ გადაუვლის. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ნორმალური მდგომარეობაა.

თავგანწირვა

mshoblebi

იმისათვის, რომ ბედნიერი შვილები აღზარდოთ, თავადაც უნდა იყოთ ბედნიერი. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თვითრეალიზაციისა და ბედნიერების უფლებას უკრძალავენ, ვერასდროს შეძლებენ, ეს ღირებულებები ბავშვებს გადასცენ. ბავშვები ყველაფერს ხედავენ. ნუ გაწირავთ თავს მსხვერპლად შვილის გამო, თანაც ისე, რომ ის თქვენში ყოველთვის ხედავდეს ამ მსხვერპლს და მუდმივად ჰქონდეს დანაშაულის განცდა, რომ თქვენ მის გამო "დაინგრიეთ ცხოვრება". უმჯობესია, ცხოვრებისგან ბედნიერება მიიღოთ და ამით გახდეთ მაგალითი თქვენი შვილებისთვის.

მომავლის დაგეგმვა

ყველა მშობელი ოცნებობს შვილის ნათელ და წარმატებულ მომავალზე. ამიტომ, ისინი გამუდმებით ცდილობენ, რომ დაეხმარონ ბავშებს "სწორი არჩევანის" გაკეთებაში. თუმცა, ხშირად დედა და მამა ამ გზით ცდილობენ, საკუთარი ვერასრულებული ოცნებები შვილის მომავლის დაგეგმვით აისრულონ. ეს ასევე შეიძლება გადაჭარბებული კონტროლის მექანიზმიც იყოს. აუცილებელია, რომ ბავშვს არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს და გააკეთოს ის, რაც თავად სურს.

მშობლები ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ და გამუდმებით ეკითხებოდნენ საკუთარ თავს, სწორად იქცევიან თუ არა და ბავშვებს რეალურად კარგის ნაცვლად, ხომ არ ვნებენ. შვილების კეთილდღეობაზე მშობლები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ვასწავლოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია მზურველობა, მაგრამ ნებისმიერ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წონასწორობისა და ბალანსის დაცვაა აუცილებელი და რომ დგება დრო, როცა ჩვენი შვილები უჩვენოდ, დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას და ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
ტეგები: აღზრდა
1615
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები