თანამედროვე მსოფლიოში ძალზედ პოპულარული გახდა სხეულის ტატუირება.
ყოველთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოსმენა და რეკომენდაციების გათვალისწინება ექიმისგან ვიდრე დაუზუსტებელი და არასარწმუნო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა წყაროებიდან, მაგალითად მეგობრისგან, კომერციული ტატუს მხატვრისგან ან უფასო ინტერნეტ ვებ-გვერდიდან.
გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა განხილულ იქნას შემდეგი:
ტატუს გაკეთებით მიღებული პოტენციური ხანგრძლივი შედეგები; წახალისება, ხელშეწყობა ტატუს გაკეთებამდე ადამიანი ელაპარაკოს ვინმეს ვისაც უკვე აქვს ტატუ და/ან იმას ვინც უკვე მოიშორა ტატუ; შეხსენება რომ ტატუ არის მუდმივი. შეთავაზება პირველად გაიკეთოს დროებითი ტატუ იმისათვის რომ დაინახოს თუ როგორია როდესაც გაქვს ტატუ; განხილულ იქნას ის სირთულეები რაც ტატუს მოშორებას ახლავს თან; ინფექციური და არაინფექციური გართულებების პოტენციალი; ინფორმაციის მიწოდება, რომ ტატუს სრულად მოშორება შესაძლოა ვეღარ შეძლონ;
ჯანმრთელობის რისკები:
ლოკალური ინფექცია - სტაფილოკოკი, მიკობაქტერია, ჰერპესი, პაპილომა ვირუსი - აქტივაცია; ყველაზე მეტი რისკია ტატუს გაკეთებიდან პირველი 3 კვირიზ განმავლობაში სისტემური ინფექცია - B და C ჰეპატიტი, HIV (შიდსი), ინფექციური ენდოკარდიტი (გულის ინფექცია), სეფსისი კანის რეაქცია - შეძენილი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია ტატუს პიგმენტზე, სკლეროდერმას-მსგავსი რეაქცია, გრანულომატოზური რეაქცია, კელოიდის და ჰიპერტროფიული ნაწიბურის ფორმირება
დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების ხშირია პერმანენტული ტატუების დროს, რომლის გასაკეთებლად პიგმენტში იყენებენ მეტალის მარილებს - ვერცხლისწყალი, ქრომი, კადმიუმი, კობალტი, ნიკელი
კიბო - დღეისათვის ტატუს პიგმენტის ადგილობრივი ან სისტემური კარცინოგენური ეფექტი ზუსტად არ არის დადგენილი. ტატუს მელანის ზოგი კომპონენტი International Agency for Research on Cancer-ის მონაცემებით ადამიანისათვის კარცინოგენად (კიბოს გამომწვევი) ითვლება.
ესენია მაგალითად - კადმიუმი და კადმიუმის კომპონენტები, კობალტის სულფატი და სხვა ხსნადი კობალტის მარილები, შავი ნახშირბადი (cadmium and cadmium compounds, cobalt sulfate and other soluble cobalt salts, carbon black).
თუმცა ლიტერატურის მიხედვით (1938-დან 2018 წლის ჩათვლით) მხოლოდ 64 კანის კიბოს შემთხვევაა დაფიქსირებული ტატუს გაკეთებით გამოწვეული.
უფრო მაღალი ხარისხის კვლევებია საჭირო ტატუს ზუსტი კარცინოგენურობის დასადგენად.
სხვა რეკომენდაციები:
ჰემოლიზური კრიზი შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტით (glucose-6-phosphate dehydrogenase deficiency), თუ ისინი ტატუს გაიკეთებენ. მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (მრგ) - შესაძლოა წვის შეგრძნება და ინტენსიური ტკვილი განვითარდეს ტატუირებულ პაციენტებში მრგ-ს ჩატარების დროს, რადგან კანის ტატუირებული უბნები შეიცავს მეტალის ოქსიდის მძიმე დეპოზიტებს ან რკინას ან ტიტანს. თუმცა რისკი პატარაა ნევუსის (ხალის) მონიტორინგი - ტატუს გაკეთება ხალთან ახლოს ან უშუალოდ ხალზე ართულებს მასზე დაკვირვების პროცესს. ძნელდება შემჩნევა მელანომისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების დანახვის. მნიშვნელოვანი გამოყენებულ იქნას სტერილური ინსტრუმენტები სისტემური და ადგილობირივ ინფექციების განვითარების პრევენციისათვის; საჭიროა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტატუს გაკეთებამდე; არ უნდა იქნას გამოყენებული დასახატი მელანი (drawing ink) არ უნდა მოხდეს მელანის განზავება ტატუს გაკეთებამდე. თუ განზავება აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სტერილურ წყალში კანის გასარეცხად ან ხელსაწყოს გასავლებად არ გამოიყენოთ არა-სტერილური წყალი, მაგალითად ონაკის წყალი, ბოთლის წყალი, გაფილტრული წყალი, გამოხდილი წყალი მიჰყევით ასეპტიურ ტექნიკას - ხელის ჰიგიენა, ერთჯერადი ხელთათმანები და მელანის ერთჯერადი კონტეინერი პროფილაქტიკურად ანტიბიოტიკის მიღება არ არის რეკომენდირებული
დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია