დაივიწყეთ ზურგის და კისრის ტკივილი! აი, ასე უნდა ისხდეთ კომპიუტერთან დღევანდელი ცხოვრების წესი წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე. თუმცა კომპიუტერთან ხშირი და ხანგრძლივი ჯდომა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხერხემალს. გამოსავალი არსებობს – აუცილებლად უნდა დაიცვათ წესები, თუ რა პოზაში უნდა იჯდეთ და რა მდგომარეობაში (მანძილზე, სიმაღლეზე) უნდა იყოს თქვენგან კომპიუტერი, ასევე ოდნავ მაინც შეზღუდოთ დრო, რომელსაც ამ ტექნიკასთან ატარებთ.
კომპიუტერთან ჯდომისას ხშირად გვავიწყდება, რომ ზურგს, ხერხემალს მივაქციოთ ყურადღება, ვიკუზებით, ვიხრებით, გვტკივდება კისერი, ზურგი, გული, ამას ქრონიკული თავის ტკივილიც მოჰყვება და ა.შ. ეს ეხება დიდსაც და პატარასაც, თუმცა ბავშვებს კიდევ მეტი სიფრთხილე მართებთ – მათი ხერხემალი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
იხილეთ ვიდეო, თუ როგორ უნდა ისხდეთ სწორად
იხილეთ ასევე: ვარჯიში გადაღლილი თვალებისთვის
როგორ დავიცვათ შვილი ინტერნეტის საფრთხეებისგან
როდის ემართება ბავშვს სქოლიოზი და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება