საძინებლებშიც აცივდა და ჩვენს პატარებს ლოგინში ჩაწოლა უკვე უჭირთ ზამთრის სეზონი თანდათან ძალას იკრებს. შესაბამისად, საძინებლებშიც აცივდა და ჩვენს პატარებს ლოგინში ჩაწოლა უკვე უჭირთ. ბევრი ოჯახი დღესაც ვერ ახერხებს მთლიანი სახლის გათბობას. ამიტომ საძინებლები და მით უმეტეს, ლოგინი, ცივი რჩება.
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, იმისთვის, რომ თქვენი შვილისთვის ცივი ლოგინის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას.
1. ყველაზე მთავარი
როცა ბავშვს ფეხები აქვს თბილი, ადვილად უთბება სხეული და ისე არ სცივა. დაწოლის წინ კარგად გამთბარ წყალში ჩააყოფინეთ ფეხები, ისე, რომ თბილი წყალი კოჭებზეც ხვდებოდეს. ასე მთელი სხეული ადვილად გაუთბება.
2. უმარტივესი და ეფექტური
აიღეთ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი და ჩაასხით ცხელი წყალი, დაახლოებით 50-60 გრადუსამდე. ბოთლი საწოლში დადეთ 10-15 წუთით ადრე, სანამ ბავშვის დაწოლის დრო მოვა. როცა თქვენი პატარა ლოგინში ჩაკოტრიალდება, მას იქ სასიამოვნო სითბო დახვდება.
3. თეთრეული
ყველა მშობელმა იცის ბამბაზიის ქსოვილი. მისი საფენები ალბათ ყველა ჩვილს გებია. ნურც მომავალში დაემშვიდობებით მას. აუცილებლად შეიძინეთ ან შეკერეთ ამ ქსოვილის თეთრეული. დაუჯერებელი ეფექტი აქვს - შეხებისას ის ისეთი თბილია, თითქოს წინასწარ გაათბეს. ბამბაზიის ქსოვილების არჩევანი მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე დღეს მრავლადაა. არც შეკერვა წარმოადგენს დიდ პრობლემას. არსებობს მზა ვარიანტებიც. დაახლოებით ასეთივე ეფექტი აქვს ჩვეულებრივ ბამბის, ე.წ. "მაიჩნი" თეთრეულს, თუმცა ბამბაზიასთან შეხებას უფრო თბილის ეფექტი აქვს.
4. ელექტროლეიბი
ესეც ერთგვარი გამოსავალია, თუმცა ამ პროდუქტს მოხმარების თავისი წესები აქვს და ინსტრუქციის დაცვაც საჭიროა. ლები შეიძლება იყოს საწოლზე დიდი ზომის, თუმცა არა პატარა. მისი ზედაპირი ნატურალური ქსოვილი უნდა იყოს. ელექტროლეიბი არ გამოიყენოთ, როცა ბავშვს სიცხე აქვს. ასევე უკუნაჩვენებია ფეხმძიმე ქალისთვის.
იხილეთ ასევე: როგორ მოვაშოროთ ბავშვის ბოტასებს უსიამოვნო სუნი