გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს ზოგჯერ მაცივარში შენახული სხვადასხვა სახეობის პროდუქტი ერთმანეთის გვერდით უსიამოვნო სუნს გამოსცემს. რა მოვუხერხოთ ამ სუნს. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს.
მეთოდი 1. ჩაყარეთ ფინჯანში საჭმელი სოდა და მაცივრის თაროზე დადგით. სოდა მთელ სუნს შეიწოვს. სოდის გამოცვლა თვეში ერთხელ საკმარისია.
მეთოდი 2. ორი ნაჭერი შავი პური პატარა ნაკუწებად დავჭრათ, დავაწყოთ თეფშზე და შევდგათ მაცივარში.
მეთოდი 3. აიღეთ რამდენიმე ნაჭერი ნახშირი, გაახვიეთ მარლაში და დადეთ თაროზე. სუნი გაქრება. თუ დროთა განმავლობაში ისევ გაჩნდა, ნახშირები მიკროტალღურ ღუმელში შეაცხელეთ. ისინი კვლავ შეასრულებენ მოვალეობას.
ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია მაცივრის ძმარნარევ წყალში დასველებული ტილოთი გასუფთავება. ძმარი შეიძლება ლიმონის წვენითაც შეიცვალოს.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა გააკრიალოთ ღუმელი მარტივად და ეფექტურად
ნიჟარის გასასუფთავებელი და სუნის გასაქრობი მარტივი საშუალება