"ქუდი დაიხურე!", "ცივზე არ დაჯდე"... - დედების 5 უკვდავი ფრაზა ჩვენი ბავშვობიდან, რომელიც ყველას გვახსოვს
"ქუდი დაიხურე!", "ცივზე არ დაჯდე"... - დედების 5 უკვდავი ფრაზა ჩვენი ბავშვობიდან, რომელიც ყველას გვახსოვს
ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ არსებული სტანდარტები ყოველ წელს იცვლება და იმას, რასაც ჩვენი მშობლები ადრე ნორმად თვლიდნენ, ახლა შეიძლება ექიმები ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც. მაგრამ, ბავშვობიდან რამდენიმე რჩევა მაინც აქტუალურია და შეიძლება, ღირს, ჩვენს შვილებსაც გავუზიაროთ. 

ქუდი დაიხურე!

არის ვინმე ჩვენ შორის, ვინც ქუდს სახლში ტოვებდა, ჩანთაში ან სადმე კუთხეში მალავდა? ამავდროულად, დედა მართალი იყო. ცივ ამინდში უქუდოდ სიარული ძალიან ცუდია. ოტიტი, მენინგიტი, დაბალი იმუნიტეტი და ხშირი ავადმყოფობა, ჰაიმორიტი და თავის ტკივილი - ეს რამდენიმე დაავადებაა, რომელიც შესაძლოა იმ შემთხვევაში განვითარდეს, თუ ქუდს არ
გამოვიყენებთ. ცივმა ქარმა და ყინვამ შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს ჩვენი თმის სიჯანსაღეზე, გახადოს მტვრევადი ან კიდევ ცვენა გამოიწვიოს. ამიტომ, ქუდი დაიხურეთ!

mshoblebi

ცივზე არ დაჯდე!

არა, ცისტიტით არ დაავადდებით. ეს ინფექციური დაავადებაა და არანაირი კავშირი არ აქვს სიცივესთან. არც თირკმელსა და შინაგან ორგანოებზე მოახდენს გავლენას. მაგრამ ცივზე ან სიცივეში დიდხანს ჯდომა, ორგანიზმის სითბოს შესანარჩუნებლად, მკვეთრად ამცირებს კანში სისხლის ნაკადს და ამის გამო, ხშირადვე გვიწევს ტუალეტით სარგებლობა. ეს არ არის ისეთი საშიში, როგორც ცისტიტი, მაგრამ მაინც არაა სასიამოვნო. ასე რომ, უმჯობესია სიცივეში თბილი ქურთუკი ჩაიცვათ და ცივ ადგილზე დაჯდომისას, გამოიყენოთ, მაგალითად, ჩანთა ან სხვა რამ. ნუ დაჯდებით ცივზე!

საუზმე არ გამოტოვო!

დედა ასი პროცენტით მართალია, რადგან საუზმე დღის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და არაფრის გამო არ ღირს მისი გამოტოვება, მათ შორის, არც წონაზე დარდით. საუზმის გამოტოვება ნიშნავს სისხლში შაქრის მომატებულ რაოდენობას, შენელებულ მეტაბოლიზმს, ენერგიის დაქვეითებას. ამიტომ, საუზმე არ გამოტოვოთ!

mshoblebi

ჭამე სუპი!

წვნიანის მირთმევა კვირაში რამდენჯერმე მნიშვნელოვანია და დედა აქაც მართალი იყო. წვნიანები, ასევე მაშინდელი დედების საყვარელი კერძი - ქათმის ბულიონი ვირუსის დროს გამოსაჯანმრთელებლად ძალიან კარგია და ასევე ამცირებს ბრონქიტის სიმტომებს, აძლიერებს ძვლებსა და კბილებს. აჯანსაღებს ადამიანს, აუმჯობესებს ნაწლავურ მოქმედებას და უკეთეს ძილშიც კი გვეხმარება. ამიტომ, სადილზე სუპი არ გამოტოვოთ.

დასაძინებლად ადრე დაწექი!

ღამეში 8 საათი რომ მაინც უნდა გვეძინოს, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. მაინც რატომაა ადრე დაძინება მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ მელატონინის გამომუშავება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ძილის ხარისხსა და მეტაბოლიზმზე, მზის სინათლეზეა დამოკიდებული. სინათლეზე ის უფრო მეტად გამომუშავდება, ხოლო სიბნელეში მელატონინის რაოდენობა მცირდება. თუ თქვენ დიდი ხნით ისხდებით სიბნელეში, ეს ნიშნავს, რომ დილით ადგებით ძალიან დაღლილი და ენერგიისგან დაცლილი. ამიტომ, მოუსმინეთ დედას და ადრე დაიძინეთ!

1517
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები