როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, თუ ანდერძი არ არის დაწერილი და როდის კარგავს ანდერძი ძალას? - იურისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, თუ ანდერძი არ არის დაწერილი და როდის კარგავს ანდერძი ძალას? - იურისტის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
ქონებრივი დავა ხშირად ხდება ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მემკვიდრეობის გადაცემას ეხება. მკითხველთა მიერ დასმულ აქტუალურ შეკითხვებზე გვპასუხობს იურისტი ჟანა ჩიქოვანი:

- როგორ ნაწილდება მშობლების ქონება შვილებზე, თუ ანდერძი დაწერილი არ არის?

იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს ანდერძი, გარდაცვლილის ქონება თანაბარწილად იყო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე.
- თუ პირი საკუთარ ქონებას არ უანდერძებს ოჯახის არც ერთ წევრს და სხვას უტოვებს, ამ შემთხვევაში თუ აქვს დავას აზრი შვილების მხრიდან?

- იმ შემთხვევაში, თუ მოანდერძე სამკვიდროს გადასცემს არა კანონიერ
მემკვიდრეებს, არამედ სხვას, კანონით მემკვიდრეებს (რიგითობის წესით) კანონით ეკუთვნით სამკვიდრო ქონებიდან იმ წილის ნახევარი, რასაც ისინი მიიღებდნენ, თუ კი ანდერძი არ იარსებებდა. ვთქვათ, პირმა, რომელსაც ჰყავს მამა, მეუღლე და შვილი, დაწერა ანდერძი და სამკვიდრო ქონება დაუტოვა თავის უახლოეს მეგობარს, რომელთანაც იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. მიუხედავად ანდერძისა, მამას, მეუღლეს და შვილს ეკუთვნით თანაბარწილად სამკვიდრო ქონების 1/6 წილი, რადგან ანდერძს არარსებობის შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ 1/3 წილს.

- თუ ანდერძის წერის დროს ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ვერ ხედავს, ან აქვს სხვა სახის ფიზიკური ნაკლი და თვითონ ვერ წერს ანდერძს, ვინ შეიძლება მის ნაცვლად დაწეროს ანდერძი და როგორ?
- პირი, რომელიც ადგენს ანდერძს, აუცილებლად უნდა იყოს ადეკვატური, საღ
აზრზე მყოფი, მას უნდა შეეძლოს საკუთარი ნება-სურვილის გააზრება და გამოვლენა მისთვის და ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის გასაგებად. მოანდერძე აუცილებლად უნდა აწერდეს ხელს ანდერძს, ხოლო ანდერძს, რომელიც არ დგება სანოტარო ბიუროში, ხელს უნდა აწერდეს ორი მოწმე.

- თუ მამაკაცს ჰყავდა მეორე ცოლი და ისე გარდაიცვალა, რომ ანდერძი არ დაუწერია, რა უფლებები აქვს ქონებაზე გარდაცვლილის მეუღლეს?
- მეუღლეს მემკვიდრის უფლებები წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

- როდის და რა შემთხვევაში კარგავს ანდერძი ძალას?
- ანდერძი ძალას კარგავს, თუ მოანდერძე შეადგენს ახალ ანდერძს, თუ იგი არ არის შედგენილი კანონის დაცვით, თუ დადასტურდება, რომ მოანდერძეს არ ჰქონდა გონებრივი შესაძლებლობა ანდერძის შედგენის.

- თუ ანდერძში მოხსენიებული პირი გარდაიცვალა, მის სახელზე დატოვებული ქონების მიღება ვის შეუძლია?
- თუ ანდერძში მითითებული პირი გარდაიცვლება, ანდერძით გათვალისწინებულ ქონებას ვერ მიიღებს მის ნაცვლად ვერავინ სხვა, ვერც მისი კანონით მემკვიდრეები.

- თუ შეიძლება ანდერძის გაპროტესტება?
- არა.

- რას გულისხმობს საქორწინო კონტრაქტი და რა უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა მისი შედგენისას?
- საქორწინო კონტრაქტით წყვილებმა შეიძლება დაარეგულირონ მათ შორის არსებული ქონებრივი თუ არაქონებრივი ურთიერთობები იმგვარად, როგორადაც მათ სურთ, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი წესებისა, რაც იმპერატიულია. მაგალითად განქორწინებისას ან/და ქონებრივი დავის წარმოშობისას, სასამართლო იხელმძღვანელებს საქორწინო კონტრაქტით უპირატესად.

- თუ წყვილი გაყრილია და ორივეს აქვს ცალ-ცალკე ქონება, როგორ ნაწილდება მემკვიდრეობა შვილებზე? თუ აქვთ შვილებს დედის ქონებაზე უფლებები. საქართველოში ძირითადად შვილები მამის ქონებას იღებენ მემკვიდრეობით, როგორია პრაქტიკა ამ კუთხით?
- შვილების უფლებები მშობლების მიმართ არ არის დაკავშირებული მშობლების ქორწინება-განქორწინებასთან. უშუალოდ მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მათ შორის ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება მხოლოდ იმ ქონებაზე, რასაც ისინი ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ შეიძენენ ერთობლივი თანაცხოვრების განმავლობაში. ამ ქონებასთან მიმართებით კი შვილების უფლებები წარმოიშობა მხოლოდ მემკვიდრეობის გახსნისას, ანუ მშობლების გარდაცვალების დროს. ანუ შვილებს მხოლოდ სამკვიდროს მიღების უფლება აქვთ მშობლებისაგან, ისიც მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც მშობლების გარდაცვალებისას მათ საკუთრებაში იქნება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მშობლებს აქვთ სრული კანონიერი უფლება, სიცოცხლის განმავლობაში თავიანთი ქონება განკარგონ მათი სურვილისამებრ, გაასხვისონ, გააჩუქონ, გაყიდონ თუ სხვა.

- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა სიცოცხლეშივე გადაუფორმა მშობელმა შვილს ქონება და მათ შორის მომხდარი უთანხმოების გამო, მოითხოვა ქონების უკან გადმოფორმება, ასეთ დროს რა ხდება?
- გაჩუქებული ქონების (მიუხედავად იმისა, თუ ვინ ვის აჩუქა) უკან დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში: როცა გამჩუქებელი დაამტკიცებს, რომ მჩუქებელმა მას მიაყენა განსაკუთრებულად მძიმე შეურაცხყოფა (დავა შესაძლებელია ასეთი ფაქტის დაფიქსირებიდან ერთი წლის განმავლობაში) და მეორე, თუ გამჩუქებელმა გააჩუქა ერთადერთი საცხოვრებელი ქონება (სახლი). ასეთ დროს დავა, ჩუქების გაუქმებაზე შესაძლებელი ერთი წლის განმავლობაში გაჩუქებიდან.

რუსკა კილასონია

12821
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Mari
0
Tu erterti shvili gardaicvala_mshiblis gardacvalebis mere am gardacvlili shvilis cili vis rheba_roca anderdzi araa shedgenili?
16:04 / 06-11-2020
ჰმ
3
- თუ ანდერძში მოხსენიებული პირი გარდაიცვალა, მის სახელზე დატოვებული ქონების მიღება ვის შეუძლია? - თუ ანდერძში მითითებული პირი გარდაიცვლება, ანდერძით გათვალისწინებულ ქონებას ვერ მიიღებს მის ნაცვლად ვერავინ სხვა, ვერც მისი კანონით მემკვიდრეები ანუ სახელმწიფოს დარჩება? მაგარი კანონია ხო იცი სატქვენო
14:33 / 10-09-2020
მსგავსი სიახლეები