უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვს სექსზე? როგორ? რა ასაკში? - ფსიქოლოგის პასუხი
უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვს სექსზე? როგორ? რა ასაკში? - ფსიქოლოგის პასუხი
უნდა ვესაუბროთ თუ არა ბავშვს სექსზე? როგორ? რა ასაკში და საჭიროა თუ არა, დეტალურად ყველაფრის ახსნა? - ეს კითხვები ალბათ აქტუალურია ბევრი მშობლისთვის. როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ ბავშვების ცნობისმოყვარეობა ამ თემის გარშემო, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება.

- ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც პირველ რიგში შემიძლია მოგცეთ, ეს არის: იყავით გულახდილი, ნუ ღელავთ და დოზირებულად მიაწოდეთ ბავშვს ინფორმაცია. არასდროს დაარცხვინოთ და დასცინოთ. ის, თუ რა ინფორმაციას მიაწვდით და როგორ, არა მარტო თქვენი შვილის დამოკიდებულებას განსაზღვრავს მომავალში ამ საკითხისადმი, არამედ მის ბედნიერ, თუ არცთუ ისე
ბედნიერ ინტიმურ ცხოვრებასაც. საერთოდ, კითხვა - "როგორ გავჩნდი?" - ძალიან მნიშვნელოვანია - პირველად ჩნდება 3-დან 5 წლამდე ასაკში და ეს ბავშვის ნორმალური განვითარების ნიშანია. მთავარია, მშობელმა სიმშვიდე შეინარჩუნოს და სიმართლე თქვას. თუ ის მზად არ არის სასაუბროდ, ჯობს უთხრას: ძალიან საინტერესო კითხვა დამისვი, დავფიქრდები და საღამოს ან ხვალ ერთად დავლიოთ ჩაი და ამ თემაზე ვისაუბროთ. მთავარია არ დააიგნოროს, არ გააჩეროს, არ უთხრას: "რა დროს შენი ეს კითხვებია?" და მსგავსი ფრაზები, რადგან ბავშვი მაინც გააგრძელებს კითხვაზე პასუხის მოძიებას, ოღონდ - სხვა ინსტანციებში. ინფორმაცია, რომ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვეს, ბავშვის ტვინში უარყოფითად ილექება. 8-დან, 9-დან 11 წლამდე ბავშვში ჩნდება ინტერესის მეორე ტალღა. ეს დიალოგი პირველი ინტერესის გამოვლენისას
მიღებულ პასუხზე უნდა დაშენდეს, მაგრამ თუ არკვევს, რომ დედამ ან მამამ წარსულში სიმართლე არ უთხრა, მას მშობლის მიმართ აგრესია და ბრაზი უჩნდება, რადგან უკვე ნდობა აქვს დაკარგული და ის ემოციური სიახლოვე, რომელიც მშობლის მიმართ უნდა ჰქონდეს, იკარგება. აქედან გამომდინარე, მოზარდი ინფორმაციის მოძიებას იწყებს ინტერნეტით, თანატოლებსა და სხვადასხვა წყაროში, რომელიც არ იქნება ოჯახის ღირებულებების რეალობის შესაბამისი. მშობელს აქვს შესაძლებლობა, ბლოკი დააყენოს პორნოსაიტებზე, მაგრამ ესეც დროებითია. შესაბამისად, კარგი იქნება, როცა მოზარდი ამ სახის ინფორმაციას წააწყდება ინტერნეტში, ინფორმაციით აღჭურვილი დახვდეს, რომ პორნოფილმებში გადაჭარბებული, გაზვიადებული სცენებია და რეალობას არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, გოგონებსაც და ბიჭებსაც შეიძლება გაუჩნდეთ ძალიან ბევრი კომპლექსი, არასწორი ინფორმაცია ნორმის შესახებ, რაც შეიძლება იყოს როგორც სასქესო ორგანოების ზომით დაწყებული, ისე კონტაქტების რაოდენობითა და გზებით დამთავრებული.

- პორნოფილმების ნახვის შემდეგ ხომ არ ჩნდება ბავშვებში ერთგვარი ზიზღი მშობლებისადმი?

- დიახ, რადგან პორნოფილმებში სექსი ამაზრზენი ფორმით არის გადმოცემული და როცა ბავშვი ამ ყველაფერს უყურებს და წარმოიდგენს, როგორ გაჩნდა, შეიძლება ზიზღი და უარყოფა არა მხოლოდ მშობლების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, დეტალური აღწერა საჭირო არ არის, მაგრამ 3-5 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის სიყვარულის ნაყოფია, დედ-მამის უჯრედები გაერთიანდა დედიკოს მუცელში, ჩაისახა, 9 თვე იზრდებოდა და სამშობიარო გზით ან მუცლის გაჭრით ექიმმა ამოიყვანა. აქვე კიდევ ერთ, ბავშვისთვის ტრავმულ საკითხს შევეხები: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი მშობლების სექსუალურ აქტს შეესწრო? პირველ რიგში, ეს რომ არ მოხდეს, მასში უნდა აღვზარდოთ საკუთარი საზღვრების პატივისცემა. აქედან გამომდინარე, ბავშვის ოთახში დაკაკუნების გარეშე არასოდეს შევიდეთ, არა აქვს მნიშვნელობა, 3 წლისაა თუ მეტის. ამით მას ვასწავლით, რომ თვითონაც ასე უნდა მოიქცეს. თუ ეს მაინც მოხდა და სექსს შეესწრო, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს ერთად ავუხსნათ, რომ ეს ნორმალური საქციელია, არის სიყვარულის აქტი და მამა დედას არაფერს ტკენს, არ ახრჩობს და ა.შ. თუ გავჩუმდებით და შეგვრცხვება, ბავშვი იფიქრებს, რომ რაღაც ცუდი ხდება და დაიძაბება.

- რამდენად სწორია, როცა მშობელი ბავშვს ეუბნება: "წერომ მოგიყვანა", "კომბოსტოში გიპოვეთ", "მაღაზიაში გიყიდეთ"?

- ამ ყველაფერს ჩვენს თანამედროვეობაში დაემატა - "ინტერნეტით გამოგიწერეთ". ეს მკვეთრად უარყოფითი ახსნაა. 3-5 წლამდე ბავშვისთვის მშობელი ავტორიტეტია და რასაც ამბობს, კრიტიკას არ ექვემდებარება. თუ ეუბნება, რომ "წერომ მოგიყვანა", ის ამას რეალურად წარმოიდგენს და თანატოლებთან პირველსავე ურთიერთობისას განიცდის სოციალიზაციის კრახს, რადგან სხვებისთვის ეს ინფორმაცია იქნება სასაცილო და შესაბამისად, ბავშვი დაცინვის ობიექტი გახდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საზოგადოებაში, ბევრ მშობელს აკლია განათლება ამ საკითხში. ისინი იმ თაობის შვილები არიან, როცა "საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო" და ამ თემაზე საუბარი რთულია. ბევრი მშობლისგან მსმენია: "ბავშვმა სექსზე რამე რომ მკითხოს, ალბათ მოვკვდები". იგივე ხდება სიტყვების განმარტებებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, ბავშვმა გაიგონა - "მსუბუქი ყოფაქცევის ქალი" - და მამას განმარტება მოსთხოვა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა მსგავსი შემთხვევა 5 წლის შვილთან და კაცი დაიბნა. ავუხსენი, არ არის საჭირო დეტალები, უბრალოდ შეიძლება უთხრა, რომ ეს არის ქალი, რომელსაც გვერდით არ ჰყავს ერთი საყვარელი ადამიანი, არამედ - ბევრი; ხან ერთი უყვარს, ხან მეორე და ხან მესამე. ამით ინტერესი დაკმაყოფილდება და მას აღარ ექნება შინაგანი დაძაბულობა იმ საკითხის მიმართ, რომელიც არ იცის. 9 წლამდე ამ საკითხს აღარ მიუბრუნდება.

- რამდენად კარგია ეს თუ ცუდი, ანუ ამ თემის გავრცობა საჭირო არ არის?

- რა თქმა უნდა, კი, ამიტომ ისიც უნდა ვუთხრათ, რომ დედიკოს რომ მამიკო უყვარს, ეს ბევრად კარგია. ასე თანდათან ხდება ღირებულებების ჩამოყალიბება და როცა ის გაიზრდება, 14-15 წლის გახდება, მხოლოდ ტექნიკური საკითხები იქნება მასთან განსახილველი. ამ დროს მშობელს უკვე მაქსიმალური ჩართულობა მოეთხოვება. კარგი იქნება, თუ წინასწარ მოემზადება. საზღვარგარეთ უამრავი შესაბამისი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის. ბავშვები, რომლებსაც ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არა აქვთ, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება გახდნენ პედოფილისა და მოძალადის მსხვერპლი, ვიდრე ისინი, ვინც ინფორმაციას ფლობს. თუ ვიღაც ცდილობს მოზარდთან ურთიერთობის დამყარებას, ეს არასწორია და მაშინვე მიმართავს მშობელს ან სხვა ზრდასრულს. ეს უსაფრთხოებაცაა და ამით ჩვენს შვილებს დავიცავთ. განაგრძეთ კითხვა
3652
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
...
1
პატარა ერი რომ ხარ, იმიტომ არის სექსზე ბაზარი საჭირო
16:46 / 15-10-2020
რა გაახურეთ საქმე ამ სექსზე და სექსუალობაზე?!
0
სექსზეც ესაუბრედ ზომიერად მაგრამ სექსი ვერ ააშენებს და ვერ განავითარებს ჩვენს ქვეყანას!ესაუბრეთ შვილებს ხელოვნებაზე, ბიოლოგიაზე, ისტორიაზე , მათემატიკაზე...და ზოგადად ეს სექსუალური ენერგიები მიმართეთ უფრო სწორ ჭრილში! ჩვენ პატარა ერი ვართ და რაც შეიძლება მეტი კულტურული და განათლებული ადამიანი გვჭირდება რომ გადავრჩეთ!
20:29 / 11-10-2020
მსგავსი სიახლეები