ბოთლის რეცხვისას ძნელად მისადგომი ადგილებიც რომ კარგად გაირეცხოს... თუ გინდათ, რომ ოჯახში სისუფთავე ძვირად ღირებული საწმენდი საშუალებების და რაც მთავარია, ქიმიის გარეშეც დაამყაროთ, ეს რჩევები ძალიან გამოგადგებათ.
1. მთელი სახლი შინაური ცხოველის ბეწვითაა გავსებული? მათი გაწმენდა უბრალო რეზინის ხელთათმანებითაა შესაძლებელი. გადაუსვით დაბეწვიანებულ ადგილს ხელთათმანიანი ხელი და უცებ ასუფთავდება.
2. მოთელილ საცვლებს ახლის იერი დაუბრუნდება, თუ რეცხვისას ერთ ჭიქა ლიმონის წვენს დაამატებთ.
3. თუ ქილაში არასასიამოვნო სუნია, ჩაასხით თბილი წყალი და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მდოგვი.
4. დახეული კოლჰოტების დაგაყრას ნუ იჩქარებთ. ის იდეალურად წმენდს მტვერს დეკორატიული სანთლებიდან.
4. ბოთლის რეცხვისას ძნელად მისადგომი ადგილებიც რომ კარგად გაირეცხოს, მასში ცოტა ბრინჯი ჩაყარეთ. ამის მერე ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება ჩაამატეთ. მანამ აჯანჯღარეთ, სანამ ჭუჭყი ბოლომდე არ მოძვრება.
5. წებოვანი ეტიკეტის აძრობა გაგიადვილდებათ, თუ ჯერ თმის ფენის ნაკადს მიუშვერთ.
6. მწვანილი უკეთ გაირეცხება მარიალიან წყალში.
7. ფეხსაცმლის საცხით კარგად უფერულდება ავეჯის ნაკაწრები, რა თქმა უნდა, შესაფერისი ფერის შემთხვევაში.
8. ხელის კანის დასარბილებლად ცოტა ხნით შაქრიან წყალში ჩააწყვეთ ხელები.
9. ძველი კბილის ჯაგრისით მოხერხებულად იწმინდება კაფელებს შორის არეები.
10. შუშასა და სარკის ზედაპირზე მიკრული სტიკერები ადვილად აძვრება, თუ მაიონეზით დაალბობთ, შემდეგ კი დანის პირი გადაუსვით.
11. სპილენძის ნაკეთობები კარგად იწმინდება ძმრის, მარილისა და ფქვილის ნაზავით.
იხილეთ ასევე: ყველაზე მარტივი და პრაქტიკული საშუალება ნიჟარის გასასუფთავებლად და სუნის გასაქრობად
ტანსაცმლის იარლიყების საჭირო განმარტებები - ეს ცხრილები ყველას უნდა ჰქონდეს
დედებო, საქმე გაიმარტივეთ - აუცილებელი რჩევები ყველა ქალისთვის