პანდემიის ირგვლივ მუდამ ტრიალებს კითხვები საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. სტატიაში წარმოგიდგენთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ პასუხებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.
შეიძლება კორონავირუსი ხილიდან ან ბოსტნეულიდან გადაგვედოს?
ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს COVID-19 ით საკვებიდან, მათ შორის, ხილიდან ან ბოსტნეულიდან. ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების ნაწილია და მათი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია.
როგორ გავრეცხოთ საკვები პროდუქტები პანდემიის დროს?
გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული ისევე, როგორც ამას ადრე აკეთებდით: სანამ მათ გარეცხავთ, დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით. შემდეგ ხილი და ბოსტნეული საგულდაგულოდ გარეცხეთ სუფთა წყლით, განსაკუთრებით თუ უმად მიირთმევთ. იხილეთ სრულად