კომაროვსკის რჩევა ჭარბწონიან ადამიანებს: "ამას დიდი დრო არ დასჭირდება, სამაგიეროდ შვებით ამოისუნთქებთ"
კომაროვსკის რჩევა ჭარბწონიან ადამიანებს: "ამას დიდი დრო არ დასჭირდება, სამაგიეროდ შვებით ამოისუნთქებთ"
ცნობილი უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი პრაქტიკული რჩევებით ხშირად ამარაგებს თავის აუდიტორიას. ამჯერად ის რჩევას აძლევს ჭარბწონიან ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის რისკჯგუფში არიან დასახელებულნი. 
"ცნობილია, რომ ფილტვების საშუალო და მძიმე ფორმის დაზიანების გამო ადამიანებს მუცელზე წოლას ურჩევენ. ამით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭარბწონიანი ადამიანებს, რომლებსაც დიდი მუცლის პრობლემა აქვთ, მუცელზე წოლა ძალიან უჭირთ. გეტყვით გამოსავალს, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთმა პაციენტმა გამიზიარა, როგორც პირადი გამოცდილება. მოგეხსენებათ, თანამედროვე მატრასები მწკრივებად ჩალაგებული ზამბარებისგან შედგება. შეგიძლიათ, გახსნათ მატრასი და იმ ადგილას, სადაც წოლისას მუცელი ხვდება, ზამბარები ამოაკლოთ. ამას დიდი დრო არ დასჭირდება,
სამაგიეროდ შვებით ამოისუნთქებთ. როცა ყველაფერი ჩაივლის, შეგიძლიათ ზამბარები უკანვე დააბრუნოთ" - ამბობს კომაროვსი ერთ-ერთ თავის ვიდეომიმართვაში. 

altმეტროთი მგზავრობა უფრო უსაფრთხოა თუ ავტობუსით? - კომაროვსკი ასახელებს ადგილებს, სადაც შეიძლება ვირუსი უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე ფორმით შეგხვდეთ

altროგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან ლიფტებსა და სადარბაზოებში და რა პროდუქტების მომარაგებაა რეკომენდებული - ექიმი კომაროვსკი აქტუალურ კითხვებზე


5098
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ტოტო
0
რა სისულელეა.
21:13 / 27-12-2020
მსგავსი სიახლეები