როგორ ებრძვიან ტილებს ბუნებრივი საშუალებებით - გამოცდილი დედების რეცეპტები
როგორ ებრძვიან ტილებს ბუნებრივი საშუალებებით - გამოცდილი დედების რეცეპტები
დატილიანება ის პრობლემაა, რომელიც სამწუხაროდ, დროსთან და ახალ-ახალი შამპუნების გამოგონებასთან ერთად არ იცვლება. მშობლების უმრავლესობას ერთხელ მაინც გასჩენია ასეთი თავსატკივარი და ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება პრობლემას. მიუხედავად ათასგვარი საშუალებისა, რომელიც აფთიაქში იყიდება, ყველა ეფექტური არ გამოდგება ხოლმე, ან წილები რჩება ბავშვს თავზე, რომლებიც ხელახლა იჩეკებიან, ან წყარო რჩება, საიდანაც ისევ გადაედება ან უბრალოდ საშუალება არ არის ეფექტური. ამიტომაც გამუდმებით ეძებენ ბუნებრივ საშუალებებს, რომლებსაც დამატებით მიმართავენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს რეცეპტებიც სწორედ გამოცდილი დედების მიერ არის შემოთავაზებული და ერთად შეკრებილი:

  • სპირტში ან არაყში
    ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი, გააჩერეთ სამი დღე-ღამე. შემდეგ ეს ნაყენი წაუსვით თმაზე, ცელოფანი ჩამოაცვით თავზე და 20 წუთის შემდეგ დაბანეთ და ჩამოვარცხნეთ წვრილი სავარცხლით.
  • თავის ყველა მხარეს და კეფასთან დააწვეთეთ ლავანდის ზეთი, თუ ბაღშია ან ეზოში ისეთ სივრცეში, სადაც შესაძლოა გადაედოს. ტილები არ მიეკარება და თუ ჰყავს, რამდენიმე დასხმაში გაუქრება.
  • სველ თმაზე თმას წაუსვით ბალზამი და ვარცხნეთ წვრილი სავარცხლით. სულ ჩამოაქვს.
  • 3 დღე შეაზილეთ ბამბით სპირტი ისე, რომ უშუალოდ კანზე არ მოხვდეს და 1 საათით შეუფუთეთ პარკით. 3 დღე უსვით და მერე დაბანეთ.
  • ძმარი წაუსვით და გააჩერეთ 30 წთ. შემდეგ ჩამობანეთ.
  • ნავთის წასმა ადრეც აქტუალური იყო და ახლაც, შემდეგ თავზე ცელოფნის დაფარება და 10 წუთი გაჩერება (მეტხანს არ გაიჩეროთ -
    თმები დაგეწვებათ), შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამობანა და ამის პარალელურად თმების ე.წ. წმინდა სავარცხლით ჩამოვარცხნა;
  • წმინდა სავარცხელს გაუკეთეთ ბამბა, დაასველეთ არაყში და ისე დავარცხნეთ ბავშვს დილა-საღამოს თმები. თუ ბევრი წილები ჰყავს, მაშინ ზემოთ თქმულის გარდა გირჩევთ, თმების მოკლედ შეჭრას.
  • ეთილირებული ზეთი. ზოგიერთ სუნს პარაზიტები ვერ იტანენ. ასეთია ჩაის ხის, ნუშის, ლავანდის ეთილირებული ზეთები. ეს ზეთი თავზე რამდენიმე საათით უნდა გაუჩეროთ და შემდეგ ჩამოვარცხნოთ.
  • 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 3 სუფრის კოვზი პიტნა აურიეთ და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს ხსნარი თმის ძირებში უნდა შეიზილოთ.
  • ერთ ჭიქა წყალს დაუვამოტთ 2 სურფის კოზვი ძმარი. ამ ნაერივთ კაგრად დაივვსლეოთ თმა. რის შემდეგაც თმა კარგად დაივარცხნოთ.

რაც მთვარია, აუცილებელია წმინდა სავარცხლით ვარცხნა, რომ წილები მოაცილოთ თავიდან და ოჯახის ყველა წევრის თავის დათვალიერება, რომ ხელახლა არ გავრცელდეს. და არ გამოიყენოთ "ბარსი", რომელსაც მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, მაინც ბევრი იყენებს. ის ძალიან საშიში და სახიფათოა!

alt"7 წლის ბიჭმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, გოგონას კი თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო" - რას იწვევს პრეპარატი, რომელსაც მშობლები ტილების წინააღმდეგ იყენებენ


11681
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნანა
0
კარგი სავარცელი სადშეიძლება ვნახო?
17:41 / 25-03-2021
მარი
1
რა არ ვცადე , მაგრამ აქედან : დაფნამ და სპირტმა უშველა, ასევე გააცხელეთ ძმარი და დავარცხნეთ წვრილკბილებიანი სავარცხვლით ისე რომ კარგად დაუსველდეს, დიდხანს ვარცხნეთ მერე წაუსვით ბლომად ბალზამი და კიდევ ვარცხნეთ, მართლაც წილებიც კი ჩამოაქვს, აფთიაქის საშუალებები არც ერთი არაა ეფექტური. 36 ლარიანიდან დაწყებული 8 ლარიანით დამთავრებული, ერთადერთი ჰიგიას აქვს კარგი სავარცხელი
12:23 / 09-12-2020
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი